26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
http://netgazeti.ge/opinion/227915/„სამართლიანმა არჩევნებმა“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი 26 მადისკრედიტირებელი გვერდი აღმოაჩინა. მათი დიდი ნაწილი შექმნილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში და მათი მთავარი სამიზნე ამ დრომდე ძირითადად ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემდეგ, დისკრედიტაციის მთავარი ობიექტი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი Facebook გვერდების თითქმის ნახევარი უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა.
გრიგოლ ვაშაძის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს 27 გვერდი, რომელთა ორი მესამედი შექმნილია უშუალოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. რამდენიმე გვერდი, შეიქმნა უფრო ადრე და მათი შექმნის თარიღი უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს. გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მიზანს ასევე წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დისკრედიტაცია.
როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები ორივე კანდიდატს რუსეთის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.


This post has been edited by griankali on 12 Jan 2019, 19:00
რუსეთი უნდა დაინგრეს.