მოკლედ ძალიან მაგრად მუშაობს კალაძე, ესეთი მერი დამოუკიდებლობის აღდგენის მერე არ მახსოვს, ნუ მანამ დაბადებულუც არ ვიყავი საიდან მემახსოვრება)
ძალიან მნიშვნელივანი პროექტებია.
2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია
#თბილისისთვის
იმდინარე წელს ვიწყებთ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.
პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება.
გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია;
ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია;
2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია.
მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი) ქუჩების სრული რეაბილიტაცია.
2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია.
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება.
კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია.
2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.
გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება;
იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია.
დაგეგმილი გვაქვს მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტიც, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.
2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც.
გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.
10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა.
ყველაზე მნიშვნელოვანი აშკარად ლისიდან გელოვანზე ჩამოსასვლელი გზა და დიღმის ტყე პარკის მოწყობაა
This post has been edited by Велики on 29 Jan 2019, 18:50