ეს უბრალოდ ჩემი აზრია ჩემი დაკვირვებით და არაფელს ვადასტურებ. შესაძლოა პირად ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამეები სიხშირით, რამაც გამოიწვია ჩემში ბალანსის ''რწმენა''. შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი ან თუნდაც გიფიქრიათ ამაზე.
ჩემი აზრით, ბალანსი არსებობს და გვახვევია გარს ყველგან და ყველაფერში. ბუნება, სამყარო და თავად ადამიანიც ბალანსისკენ მიისწრაფვის და მაინც რა მოიაზრება მასში?. ბალანსი მოიცავს იმ ურთიერთქმედებების ადამიანურ თუ არა ადამიანურ ქმედებათა კავშირს. თავად სიტყვა კი ხსნის მის არსს.
ადამიანურ ქმედებაში შეიძლება ჩავთვალოთ ორი: შინაგანი ანუ ფიქრები (ენერგიის შიგა გაცემა) და გარეგანი ანუ მოქმედებები. (ენერგიის გარე გაცემა). სანამ მათ ცალკეულ ახსნას შევეცდები და დავუკავშირო ყოველივე ეს ბალანსს, დაგვჭირდება გამოყოფილი ნიშნები ''+'' და ''-'' აღმნიშვნელი დადებითის და უარყოფითის. დავიწყოთ შინაგანი ენერგიის გაცემით, ანუ ფიქრებით. ჩემ თავზე დაკვირვებიდან გამომდინარე ვასკვნი შემდეგს, რომ თუ შინაგანი ენერგიის გაცემა წარმოსახავს დადებითს(+) მაშინ გარეგანი ქმედებები მას ასე ვთქვათ ძლიერად თუ არა შედარებით მაინც ზემოქმედებს და ევლინება შინაგანს უარყოფითად(-), რაც საბოლოოდ გვაძლევს ბალანსის სახეს. ამ ვითარების საპირისპიროც ზუსტად იგივეა შინაგანი(+) და გარეგანი(-). მგონი ნაწილობრივ გასაგებია რაზე მაქ საუბარი. უფრო ნათელი, რომ გახდეს მოვიყვან ერთ მარტივ მაგალითს. როცა სკოლა დავამთავრე და ვიყავი ეროვნულ გამოცდებზე, ჩემი ფიქრები შეადგენდა შემდეგს, რომ ვიცოდი ჩავიჭრებოდი აუცილებლად რომელიმე საგანში მაინც, რადგან საერთოდ მზად არ ვიყავი და უბრალოდ საცდელად გავედი. მიუხედავად ამ ჩემი შემართებისა მე ყველა საგანი წარმატებით ჩავაბარე და უნივერსიტეტშიც მოვხვდი. გაგეცინებათ ალბათ და იფიქრებთ, ასე მართვა, რომ შესაძლებელი იყოს ფიქრებით გარემოებებზე ყველაფერს შევძლებდითო. სწორედ მაგაშია საქმე, რომ ეგრედწოდებული ბალანსი არ გვაძლევს საშვალებას მაგისას. ჩემი შემთხვევა არ ყოფილა გამიზნული (ფიქრები ან მოვლენები). ის თუ, როგორ მოვახერხე ჩაბარება არ არის იმის დამსახურება, რომ მე იმ მომენტში ჭკუა მომემატა და დავწერე დამოუკიდებლად. არამედ ფაქტორები შემექმნა ისეთი რა დროსაც შევძელი გადამეწერა. ანუ აქედან გამომდინარე ჩემი ფიქრები შეადგენდა (-)ს, ხოლო გარემომ მარგუნა (+). ერთი შეხედვით ის აზრი დევს ამ ყველაფერში, რომ უარყოფითად ვიფიქროთ და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ეს ყოველივე დინების მიხედვით ხდება და ძალით ვერაფელს შევცვლით. გადავიდეთ ახლა ადამიანის მიერ ენერგიის გარე გაცემაზე ანუ მოქმედებებზე. შედარებით მარტივი გასაგებად. როცა ენერგია გაიცემა ადამიანიდან გარეთ ეს აღინიშნება (-)ით, რადგან დამოკიდებულია დატვირთვაზე. ხოლო (+)ად გვევლინება ენერგიის გარე არ გაცემა და დადებითი აღნიშვნა მოპოვებულიაქ იმიტომ, რომ ენერგია შენახულია. რა როლს ასრულებს ბალანსი მაშინ ამ დროს?. სწორედ (-) ასრულებს იმ ენერგიის გაცემას, რაც ემსახურება სასურველ შედეგის მიღებას ანუ ''+''ს. ხოლო (+) (ენერგიის შენახვა) გვევლინება იმ ფაქტორად, როდესაც მიიღება შედეგი ''-'' აღმნიშვნელი.
ბოლოს გადავიდეთ არა ადამიანურ ქმედებათა (მოვლენათა) კავშირზე ბალანსის როლის შემცველობით. თავად ბუნება აბალანსებს თავის თავს. ხდება მიწისძვრები, კატაკლიზმები და ათასი რამ, რაც დამანგრეველია, მაგრამ ბუნებისთვის ასე ვთქვათ აღდგენის ერთგვარი სახეა. მაგალითად ეკოსისტემაში ბუნებრივი ტყის ხანძრები ზოგჯერ მნიშვნელოვანიცაა, რადგან ძველი ხეების დაწვით ხდება მათი ნაყოფის მიწაზე ცვენა, რაც შემდგომ იწვევს ახალი ხეების აღმოცენებას. შეიძლება ითქვას, რომ კვდება ტყე და შემდგომ ხელახლად იბადება.
დარწმუნებული ვარ ბევრი ერთ დიდ ნაბოდიალებ რაღაცად აღიქვამს ამ ყველაფერს

მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ..
ფსიქოლოგიაში რატომაც ვპოსტავ მგონი გასაგებია...