#54132139 · 27 Jan 2019, 18:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიცან თავი შენი ერთერთ უმთავრეს და ძნელად მიღწევად მაქსიმად ითვლებოდა ძველ საბერძნეთში
რა არის 'მე'? რისგან შედგება იგი? თვითიდენტიფიკაცია ერთი შეხედვით უმარტივესი თემაა, ერთი შეხედვით თქვენ რას ფიქრობთ?
ფილოსოფიაში 3 ძირითადი კონცეფციაა ამ თემაზე
1) Cogito - same soul theory - დომინანტი თეორია , რომელსაც პლატონიზმი, სტოიციზმი და შემდეგ უკვე კარტეზიანული დუალიზმი ავითარებდა დასავლური მოდელი რომელიც მარადიული სულის და მოკვდავი სხეულის კონცეფციას ცნობს კოგიტო არის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, მთლიანი,გარეშე ფაქტორებისგან თავისუფალი სუბიექტი 2) Poststructuralist no self პოსტსტრუქტურალისტები უარყოფენ სუბიექტის, 'მე'-ს არსებობას და ამ დოქტრინას ანტიჰუმანურს უწოდებდნენ რადგან მათ მოახდინეს სუბიექტის დაშლა-დეკონსტრუქცია ნიცშეს გავლენა და ლინგვისტური რევოლუციის შედეგი - 20-ე საუკუნის 60-იანი წლების მიმდინარეობა ძალიან საინტერესო მიმდინარეობა რომელიც მიიჩნევდა რომ subject is a product of discourse, language, the other ფუკო, ლაკანი, ლევი-სტრაუსი და ა.შ. 3) reductionist theory, physical and psychological continოuity ეს თეორიები მიიჩნევენ რომ ადამიანის იდენტიფიკაცია ხდება სხეულის მეშვეობით ფსიქოლოგიური მაჩვენებლების საშუალებით და ა.შ
ვიტგენშტაინი მე-ს სამ ტიპად ყოფდა, ბიოგრაფიულ, ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ემპირიცისტები უარყოფდნენ 'მე'ს არსებობას და მას ფილოსოფიურ ფიქციად მიიჩნევდნენ ბუდიზმიც უარყოფს მეს და კონვენციური მეს ილუზორული სამსარას ილუზორულ კომპონენტად მიიჩნევს, რომელიც 5 ცვალებადი ელემენტისგან შედგება
--------------------
Processor: Intel Core Duo 2.2GHZ RAM: DDR2 2GB Video: 256MB HDD: 160GB [IMG]http://onida.files.wordpress.com[/IMG][COLOR=blue]
|