თუ არსებობენ შემდეგი ჟანრის ფილმები, სადაც სცენარი სრულიად აბსურდულად და უცნაურად ვითარდება?
აი მაგალითად: რომ ავიღოთ რემბო. რემბო წავიდა ვიეტნამში მძევლების დასახსნელად. აიწია მაგარი პერესტრელკები. რემბო მთავარ როლშია. ის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ შუა ფილმში პერესტრელკების დროს ტყვიას გაარტყავენ, გააგორებენ და ფილმი ჩვეულად გაგრძელდება, ვითომც არაფერი არ მოხდა

ანდა ავიღოთ ჯიმ კერის "სულელი და უფრო სულელი". ფილმი სადღაც შუაშია. ჯიმ კერი და მისი მეგობარი მინიმოპედით მიდიან სადღაც და ამ დროს გამოჩნდება მფრინავი თეფში და ჯიმ კერის მის მეგობართან ერთად გააქრობს. შემდეგ FBI დაიწყებს ამ უცნაური ფაქტის გამოძიებას და ფილმი გადაიზრდება კომედიიდან სამეცნიერო ფანტასტიკაში
ნეტა არსებობს ეგეთი სტრანნი ფილმები?