„ლიბერთი ბანკი“ ფიზიკურ პირებს ანგარიშის მომსახურების საკომისიოს უზრდისლიბერთი ბანკი“ ფიზიკურ პირებს ანგარიშის მომსახურების ტარიფებს უცვლის. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათ შორის იცვლება ანგარიშის მომსახურების საკომისიოც. კერძოდ, მომხმარებელი, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ პირადი მიზნობრიობით იღებდა liberty card-ს ანუ სადებეტო ბარათს, წლიურად მომსახურების საკომისიოს სახით, 6 ლარს იხდიდა; ცვლილების შედეგად კი ყოველთვიურად 1.5 ლარის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ მომსახურების საკომისიოს ცვლილება ბანკის სახელფასო კლიენტებს არ შეეხებათ.
გარდა ამისა, იცვლება ე.წ. უმოძრაო ანგარიშების პირობებიც. კერძოდ, თუ მომხმარებელს ანგარიშზე ექნება თანხა, რომელიც არც გააქვს და არც არაფერს რიცხავს დამატებით, მომსახურების საკომისიოს სახით, ყოველთვიურად 3 ლარი დაერიცხება. მაგრამ ეს ცვლილება არ შეეხება ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც ანგარიშზე ნული ლარი აქვთ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბანკის ცნობით, ცვლილებები არც სოციალური ტიპის ანგარიშებზე - საპენსიო ბარათებზე, სოციალურ და დევნილის ბარათებზე არ გავრცელდება.
„ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის მომსახურების ტარიფების ცვლილება 30 იანვრიდან შევიდა ძალაში, თანხის ჩამოჭრა კი 28 თებერვლიდან განხორციელდება.
https://www.bpn.ge/article/52571-liberti-ba...omisios-uzrdis/ლიბერთი ბანკის პლასტიკური ვიზა ბარათი მქონდა ონლაინ შოპინგისთვის, ყოველთვიურ საკომისიოს არ ვიხდიდი, ახლა ფასიანი იქნებაო თვეში 1.5 ლარიო . ასე მითხრეს ბანკში და საერთოდ გავაუქმე ბარათი
თუნდაც 1 თეთრი რომ გქონდეს ბარათზე და წლების მანძილზე არ იყენებდე, მაინც ყოველთვიურად ვალის სახით დაგერიცხება 1.5 ლარი
მერე ამ ერთ თეთრიან ანგარიშზე მოგივა წერილი შეტყობინება , რომ ბანკის მსუყე ვალი გქონია
ბანკი,რომელსაც წლიური მოგება ასეულ მილიონებში აქვს, მაინც ღორობას ვერ ელევა
This post has been edited by tintoreto on 1 Feb 2019, 10:53
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი