გამარჯობა, არვიცი ზუსტად ავღწერ თუ არა ჩემ პრობლემას მაგრამ მაინც შევეცდები ვგრძნობ რომ რაღაც უცნაურობა მჭირს . აქვე ჩავაკვეხებ რომ რამოდენიმეჯერ გადავიტანე ძლიერი სტრესი (ძალიან ძვირფასი ადამიანების დაკარგვა ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე სიკვდილს გადავურჩი რამოდენიმეჯერ)
1. 23 წლის ვარ და შინაგანად მაქვს შიში რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს. სიკვდილის არ მეშინია უბრალოდ დრო გადის ძალიან მალე და თითქოს ეს დრო არ მყოფნის ვიცი სიკვდილის შემდეგ მაინც არაფერია უბრალოდ თვალს დახუჭავ და შენი ციკლი სამუდამოდ დამთავრდება. მაქსიმუმ 80 წლამდე ვიცოცხლო ანუ დამრჩა 56 წელი ანუ 20440 დღე და როცა ამას ვაანალიზებ მეწყება პანიკური შიში მინდა ამ დროში ძალიან ბევრი რამე გავაკეთო ვისწავლო და ამ დროს ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ ვიწყებ 10 საქმის გაკეთებას და ერთიც ვერ მიმყავს ბოლომდე . ერთ ფილმს ადამიანმა 100 ჯერ რომ უყურო ხომ მოგწყინდება და მოგბეზრდება ასე ვარ მეც რაღაც მოსაწყენია ეს ცხოვრება ყველაფერი უფერულია ჩემთვის ბევრჯერ ვცადე სიახლის შემოტანა მარა არაფერი მშველის თითქოს უკვე ვიცი რაიქნება წინასწარ და ყველაფერი გამოცდილიმაქვს. ოჯახიც რომ მყავდეს მაინც ვერ ვიქნები ბედნიერი რაღაც სხვა მინდა ამ ცხოვრებაში და ამ აზრს ვერ ჩავწვდი რა მინდა ან რისთვის მივისწრაფი
2. როდესაც ადამიანს გავიცნობ ვნახავ შევხდები ან მივწერ მეორე დღეს მაქვს სურვილი რომ მარტო ვიყო და ცოტახანი გავქრე. არაქვს მნიშვნელობა ნათესავია ძმაკაცია გოგოა თუ ახალგაცნობილი საკმარისია ერთხელ დავეკონტაქტო და მეორე დღეს სიმარტოვე მინდება დიდი ხნით. არადა არ ვარ უჟმური ან სიტყვაძუნწი პირიქით ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი და აყოლიება მაგრამ ეს რაღაც დამემართა სულ ვცდილობ განმარტოვებულად ვიყო და ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან. როცა ვინმე მომწერს მინდა მივწერო მარა რაღაც არ მიშვებს შინაგანად რაღაც მაკავებს და მიბიძგებს თავის შეკავებისკენ. ასე არ ვიყავი კი ბავშვი რომ ვიყავი მარტო ყოფნა ცალკე კი მიყვარდა მაგრამ რაც 18 წელს გადავცდი უფრო სხვანაირი გავხდი და ჩემთვის შემაწუხებელია, გოგო მიყვარდა და მისი ნახვა არ მინდოდა აი არვიცი ეს რა გადახრა ან სიგიჟეა დეპრესიაა თუ ფსიქიკური აშლილობაა არვიცი

ახლა ვარ სულ მარტო არავინ მყავს გვერდით როცა გამიჭირდება ჩემი თავი ძალას მაძლევს რომ არ ჩავარდე დეპრესიაში და არ ვიფიქრო სისულელეზე მოტივაციას ვიმაღლებ მუხლზე არ ვეცები და არ ვფიქრობ სიკვდილზე პირიქით განვითარებაზე ვფიქრობ საკუთარი თავის მაგრამ ამ პრობლემებს ვერაფერი მოვუხერხე ხო დამავიწყდა ყველაფრის მიმართ გავხდი უინტერესო ადრე რაც მომწონდა თუმდაც ჰობი ახლა საერთოდ აღარ მიზიდავს
რამე მეშველება ვითომ?