მოკლედ ადრეც მქონდა გახსნილი თემა რომ დედაჩემი თავმდებია კაცის რომელიც არ იხდის,
ძირი თანხა 6 ათას ლარამდეა
ლიბერთი ბანკის სახელფასო სესხია
და დედაჩემს არ ერიცხება ხელფასი არსად, მაგრამ ლიბერთიში ერიცხება დევნილის ფული 45 ლარი და დღეს რომ შევედით ინტერნეტ ბანკში ბალანსზე მინუსებში ეწერა რაღაც დიდი რიცხვი
დავრეკეთ და გვითხრეს ამ თავდებობის გამო არისო ყადაღა და სანამ არ გადაიხდის სულ დაყადაღდებაო, ამიტომ ჯობია განცხადება დაწეროთ და ეს ფული პროცენტს მაინც მოაკლდება თორე ახლა ტყუილად ჯარიმებში წავაო.
კითხვები
1) შეუძლიათ თავდებობის გამო სოციალური ანგარიში - დევნილის ფული დააყადაღონ?
2) როცა პენსიაზე გავა დედაჩემი მაშინააც დაუყადაღენენ პენსიას
3) მინუსებში ამხელა თანხა რატომ წერია საიდან მოიტანეს :დ?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)