ერთერთ ცნობილ და დიდი ფირმაში ვმუშოაბ განყოფილების უფროსად.
სტაჟირება გამოვაცხადეთ ჩემს განყოფილებაში და . . .
22 წლის ბიჭი მოვიდა უხელფასო (!) სტაჟირების გასავლელად. ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს გავლილიო, აშშ-ში, კოლუმბიის ერთერთ უნივერსიტეტში, მსოფლიო ტოპ 50-ში შემავალში (!!!) .
ყურებს არ ვუჯერებდი, მეთქი მატყუებს.
დეტალურად გამოვკითხე და 18 წლისას მოუგია აშშ-ს უნივერსიტეტის 98% დაფინანსება (ის 2% დაზღვევის ფული აღმოჩნდა , 700 დოლ. დანარჩენი ბილეთის ფულის ჩათვლით უნივერსიტეტმა დაუფინანსა), SAT ტესტირების საშუალებით.
4 წელი ისწავლა და 2018 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა საქართველოში. მეგონა ამ 4 წელიწადში რამე ისე შეიცვალა, რომ სადმე მუშაობას დავიწყებდი და მერე საფეხურებს გავივლიდიო. ახალგაზრდა არის უპატიოსნესი ტიპი (პატარა არ ვარ და ადამიანებს კარგად ვცნობ უკვე), ზრდილობიანი და კარგი ადამიანი.
ვერსად დაიწყო მუშაობა.
ამბიციები რომ არ უფრენდა მაგაზეც მიხვდებით, რომ უხელფასო სტაჟირებაზე მოვიდა ჩემთან.
მეგობრები სულ მეძახდნენ რომ აქ ჩაწყობების, ჩალიჩის და ათას ნაბადზე გადახტომის გარდა ვერაფერს მიაღწევო, მშობლებიც მეუბნებოდნენ რომ მუშაობა აშშ-ში გამეგრძელებინა რამდენიმე წელი მაინცო (მქონდა რამდენიმე კარგი შემოთავაზებაო), მაგრამ ნოსტალგიამ და ბედის ცდის სურვილმა უკან ჩამომიყვანაო.
უკვე ისე იყო , რომ საფუძვლიანად ფიქრობდა უკან დაბრუნებაზე, საელჩოშიც იყო ახალი ნამყოფი და 10 წლიანი აქვს ჩარტყმული.
ერთი ხელის ჯიკება სჭირდებოდა და . . .
მე ვუჯიკე.
1 საათში გავარკვიე როგორ აჯობებდა მისი ცხოვრების და მომავლისთვის, რომ დღესვე რომ დაენიშნათ ჩემს ადგილზე, მისი გაქანების ადამიანისთვის ახლანდელი სიტუაცია ჭაობია და ტყუილად მოცდება აქ ჭაობში ჭყუმპალაობით.
მეორე დღეს დამირეკა და ბოდიში მომიხადა, ვერ ვივლი სტაჟირებაზეო. წარმატება ვუსურვე და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ალბათ დაუბრუნდება აშშ-ს.

წარმატებებს გისურვებ თორნიკე, როგორც ჩემს უმცროს ძმას.
ახლა კი მთავარი:
ქვეყანა, სადაც განათლებულ, პატიოსან, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას ვერ ასაქმებს და გზა აქვთ გაკვალული ათასი ტიპის უცოდინარ, გაიძვერა, ყეყეჩ და ქლესა ტიპებს, ის ქვეყანა დიდხანს ვერ გაიტანს თავს და გახდება ხან შინაური, ხანაც გარე მტრის ლუკმა.
ხოდა ეგრე, ყველას თითო აგური გვაქვს დადებული ამ სიბინძურის მშენებლობაში და "განათლებული ახალგაზრდები არ არიან" , "სანთლით ვეძებთ კარგ კადრებს" პერო ტექსტები დაასველეთ და შუბლზე დაიდეთ ხოლმე ძილის წინ.
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე