#54171287 · 4 Feb 2019, 02:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mapshnik
QUOTE | რა ხდება გადასმის დროს კათეტერს და წვეთოვანს რომ უდგავენ ეს სითხე სისხლში შედის თუ რა თემა გამაგებინეთ რააა |
გადასხმის სისტემის დანიშნულებაა სისხლში დიდი მოცულობის სითხის შეყვანა... ეს სითხე შეიძლება იყოს სხვადასხვა წამალი (მაგ, ანტიბიოტიკი, გამაყუჩებელი, ქიმიოთერაპია და სხვ.), ფიზიოლოგიური ხსნარი (ორგანიზმის დეტოქსიკაციისათვის და გაუწყლოებისაგან მის დასაცავად), სხვადასხვა საკვები დანამატები, როგორიცაა გლუკოზა, ე.წ. "კვება" და სხვ.. პროცედურულად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვენაში იდგმება ვენის ნემსი (თუ ერთჯერადად არის საჭირო გადასხმა), ან ვენის კათეტერი (თუ მრავალჯერადია საჭირო), რომელზეც მილით მიერთებულია რეზერვუარი იმ სითხით, რომლის გადასხმაცაა საჭირო. მილზე არსებული სიჩქარის რეგულატორით შესაძლებელია სითხის ნელა, წვეთოვნად შეყვანა ვენაში. გულის წასასვლელი არაფერი არაა.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|