#28205687 · 7 Nov 2011, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიკროტია (მიკრო -ოტია) - ყურის ნიჟარის განვითარების პათლოგიაა, რის დროსაც აღინიშნება ყურის ერთი ან ორივე ნიჟარის განვითარების დეფექტი. უფრო ხშირად გვხვდება ცალმხრივი მიკროტია.
სტატისტიკურად სჭარბოს მარჯვენა ყურის ნიჟარის განუვითარებლობა . საშუალო სიხშირე არის 9000 /1.
მიკროტია შეიძლება კომბინირებდეს- გარეთა სასმენი არხის არარებობასთან(ატრეზია), წარბის ასიმეტიასთან, სამწვერა და სახის ნერვის ტოტების განვითარების პათოლოგიასთან და ა.შ. შეიძლება კომბინირებდეს რამდენიმე მიკროსომიული (სტრუქტურის განვითარების ნაკლი) სიდომის კომპლექსში.
განარცევენ IV ხარისხს. I ასიმეტრია - ზომაში სხვაობა, გარეთა სასმენი არხი შენარჩუნებულია.
II ყურის ნიჟარის ნაწილობრივი განუვითარებლობა შევიწროვებული (სტენოზირებული) ან დახშული გარეთა სასმენი არხით.
III მცირედ განვითარებული ყურის ნიჯარა, დახშული გარეთა სასმენი არხით და აპკის (ე.წ. ყურის "ბარაბანი" ) განუვითარებლობით.
IV ყურის სრული განუვითარებლობა (ანოტია)
ანოტია- შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი იგივე ყურის ნიჟარის ტრავმული ამპუტაცია, რაც გვხვდება ავტო-საგზაო შემთხვევების და თერმული დაზიანებებისას (დამწვრობა, მოყინვა) აგრეთვე სხვა ზემოქმედებებსას. მაგ. ტაისონთან ახლო ურთიერთობა ან ზედმეტად მოსიყვარულე ნასვამი თანამეინახე, მძვინვარე მოვალე და ა.შ.
მგავსი მდგომარეობა ართულებს სრულფასოვან სოციალურ ინტეგრაციას. ასეთი პრობლემის მატარებლები ძირითადად ცდილობენ შეინიღბონ (ვარცხნილობა/ ქუდი) ან საერთოდ არ გამოჩდნენ სახოგადოებაში.
გამოსავალი:
1. საკუთარი ქსოვილით (ნეკნთა დაბოლოების ხრტილი) ყურის ნიჟარის ფორმირება 2. იმპლანტაციური პროთეზი (კანქვეშ მოთავსებული ფოროვანი იმპლანტი) 3. გარეთა პროტეზი (სინთეტიკური პროთეზი მაგნიტზე ან სვა საფიქსაციო საშუალებით).
--------------------
არ ხართ თქვენ ვორნის მომცემნი راک اند رول و مواد مخدر سکسی کردن нахуи Ваня! va te faire foutre Antoine!
|