#54170549 · 3 Feb 2019, 23:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ წარმოვიდგინე რომ დედამიწაზე დავრჩი მარტო მე და რამდენიმე ადამიანი ვისთანაც თავს ვგრძნობ კარგად და კომფორტულად და რომლებიც მღებულობენ ისეთად როგორიც ვარ,
ასევე წარმოვიდგინე რომ გარკვეული საქმის შესასრულებლად გვყავს რამდენიმე რობოტი და მაქვს საშუალო დონის მატერიალური შემოსავალი და ქონება,
არვიცი რატომ მაგრამ ვიგრძენი რომ ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდი ბევრად მშვიდად და თავისუფლად.
მე მგონია რომ ადამიანის განცდებს და ქცევებს დიდწილად განსაზღვრავს ის თუ რას იფიქრებს სხვა ჩვენზე და როგორ მიგვიღებენ ისინი.
როგორ გგონიათ შესაძლებელია მსგავსი სიმშვიდის განცდა გამოიმუშავო სოციუმთან ერთად ცხოვრების დროს ?
narmonana შემთხვევით გამეხსნა აქ, თუ შეიძლება ფსიქოლოგიაში გადაიტანე, მადლობა წინასწარ.
This post has been edited by დოჩანა on 3 Feb 2019, 23:31
--------------------
All I need is all I got!
|