აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმში, მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ამის სესახებ მან დღეს, 6 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა:
"იქ ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასახლება და ე.წ. ოცნების ქალაქი გახდება მართლაც ახდენილი ოცნებების ქალაქი".
რიჟვაძის თქმით, ბინების აშენება და გადაცემა ეტაპობრივად, ფაზების შესაბამისად მოხდება. მისივე ცნობით, ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების აღწერა.
წყარო: on.ge