თბილისის საქალაქო სასამართლომ სუსის წინააღმდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნათია ტოგონიძე მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღეულა.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
მალხაზ მაჩალიკაშვილს თავისი შვილის, თემირლანის აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან კავშირის არ სჯერა. ის გამოძიების ვერსიას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კარვებში მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/95467/sa...ar-daakmakopilaეს ის სუსია მღვდელია რო გაიტაცეს ოკუპანტებმა და ცხელი ხაზი რო ჩართეს და ზარებს რო პასუხობენ. და ეს რომელი სასამართლოა ხო ყველამ კარგად ვიცით. ეს მოსამართლეები სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ !!!! და არა მარტო !!!
აზრი არ აქვს ისე არაფერს.
This post has been edited by აბლაბუდა1935 on 5 Feb 2019, 11:39