მცირე გასაუბრების შემდეგ გუდაური - ს ოფიციალურ ფეიჯთან (https://www.facebook.com/Gudauri.ski/) ადმინისტრატორმა იუზრდელა და ბანი დამადო, კომენტარები ცხადია წამიშალა
გუშინ ვიყავი გუდაურში, მას მერე რაც ოფიციალურ ფეიჯზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია რომ ზოგიერთი ტრასა ღია იყო და "ამოვსულიყავით".
ზღვა პრობლემებისა რომელიც დაგხვდებათ თქვენ და საქართველოს სტუმრებს ამ კურორტზე არის შემდეგი (და არამარტო):
1. მისასვლელი გზა - სრულიად დანგრეულია, ალაგ-ალაგ ამოჭრილია ვითომდა "დასაკერებლად" და მიტოვებულია ამ მდგომარეობაში
2. მისასვლელი გზა - დათოვლილი და მოყინულია ალაგ-ალაგ, არ იწმინდება, დაყიალობს 1-2 ტრაქტორი და წმენდს მხოლოდ 1 ზოლს, ოღონდ მხოლოდ ზოგ მონაკვეთზე, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ერთ ზოლზე შეიძლება თვითონ ეს ტრაქტორი მოდიოდეს და თოვლში გადასვლა მოგიწიოს იმისთვის რომ აცდე, თავად ტრაქტორი რათქმაუნდა სიჩქარეს არ უნელებს, ჯობია გადაასწრო. აი რა ხდება შემხვედრ მანქანასთან მიმართებაში თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. გზის ნახევარზე უბრალოდ თოვლი დევს არც არავინ წმენდს და არც არაფერი ხდება. აქ ნახავთ გვერდზე მიყრილ, მოცურებულ და გზიდან გადავარდნილ მანქანებს
3. ტრაილერები - რუსეთში მიმავალი ტრაილერების კოლონა დაგხვდებათ გვერდზე დაპარკინგებული, რომლის მძღოლებიც თოვლს ისედაც ადგილ-ადგილ გაწმენდილ გზაზე ყრიან ნიჩბებით. რუსეთში ვერ გადადიან - გზა არაა.
4. რუსი ტურისტების მსუბუქი მანქანების კოლონა - ასევე შეხვდებით რუსი ტურისტების კოლონას, რომლებსაც არ უშვებენ უფრო წინ რადგან გზას არ წმენდენ, იქვე აბირჟავებენ და ყავას სვამენ, სადამდე გაძლებენ გაუგებარია.
ახლა რაც შეეხება გუდაურს
1. გუდაურში პარკინგის ადგილი ფიზიკურად არაა - რაც იყო დაკავებულია და მეტი ვერსად აყენებ, მანქანები დადიან შემხვედრ ზოლზე ჩვეულებრივ და შიგნით ისედაც პატარა გზაზე ქმნიან საცობებს რომელიც აღარ იძვრის. პატრული იქვეა მოგეხსენებათ შესასვლელშივე მაგრამ უმოქმედოა.
2. საბაგიეროები - გაუმართავია, გზადაგზა ჩერდება, მაგალითად 3-4 ჯერ ან მეტჯერ ერთ ასვლაზე ჩვეულებრივი მოვლენაა
3. საბაგიროს მიმდებარე მოედნები - გაუწმენდავია, აქ ზოგ ადგილას ნახევარი მეტრი თოვლი დგას და მაღაზიები თუ სხვ. კომერც დაწესებულებები ცდილობენ ერთ კაციანი ბილიკები მაინც გაჭრან
4. ტუალეტები დახურულია, ოღონდ ამას თავიდანვე ვერ ხვდები, ჯერ იქამდე უნდა მიაღწიო მუხლებამდე თოვლში და მერე დაგხვდება დახურული.
5. საბაგიროები დღეიდან მხოლოდ 4:30 მდე იმუშავებს, ანუ 4 საათზე უკვე აღარ აგიშვებენ, მხოლოდ ნახევარი საათი გაქვს უკან დასაბრუნებლად.
სწორედ ამას მოყვა კამათი მათ გვერდზე რის მერეც უბრალოდ დამბლოკეს

ანუ კამათი-კამათად
მაგრამ ამ კურორტს რატომ კლავენ?
This post has been edited by Internet_Contraband on 25 Dec 2017, 17:01