პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არასრუწლოვნის მამაა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/53...t-mama-daakavesპ.ს. მორიგი სასაცილო სასჯელი, ადამიანობის დაკარგვა სამართლიანობის დავიწყებით იწყება (და არა ჰომოსექსუალობით). ვინ გაცოცხლებდა ამის შემდეგ?