გუშინ შსს-მ ახალი სტატისტიკის პრეზენტაციაზე პრაქტიკულად აღიარა რომ დანაშაულის სტატისტიკა აქმდე ყალბდებოდა, არ ასახავდა რელობას და ახლა გამოასწორეს.
რომ გამოასწორეს თავისთავად ეს კარგი ამბავია, მაგრამ ამ მოვლენის მაგალითზე თემაში სხვა უფრო მთავარი საკითხი მინდა დავსვა - ანუ პოლიტ-მიკერძოებულობის საკითხი რომელიც ანგრევს ჩვენს ქვეყანას, გვანგრევს ჩვენ როგორც პიროვნებებს...
როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება დაიწყო ეს სავსებით აშკარა იყო ნებისმიერი ოდნავ მაინც ლოგიკური ადამიანისათვის, იმიტომ რომ შეუძლებელია დანაშაულის სტატისტიკა მყისიერად შემცირდეს და მითუმეტეს საქმეების გახსნის წილმა მყისიერად 60%-მდე მიაღწიოს, მითუმეტეს პატიმრების 2/3 ერთბაშად გათავისუფლების ფონზე - ეს იყო, არის და ყოველთვის და ყველგან იქნება შეუძლებელი!
მაგრამ მიუხედავად სურათის აშკარა არარელობისა ადამიანების ნაწილი (მათ შორის ამ ფორუმზე) ცდილობდა არგუმენტების გამონახვას რომ გაყალბებული სურათი რეალობად გაესაღებინათ - რა ძალაა ეს რომ ადამიანს აიძულოს უარი თქვას ელემტარულ ლოგიკაზე, უარი თქვას იმაზე რომ ორჯერ ორი რომ ოთხია?!
ეს არის პოლი-მიკერძოებულობის ძალა (რომელიც ფსიქოლოგიური აშლილობის ერთ-ერთი სახე უნდა იყოს, თუმცა მე მეცნიერული ტერმინი არ ვიცი და ვარქმევ "პოლი-მიკერძოებულობის სინდრომს" ), რომელიც აიძულებს ადმიანს უარი თქვას საკუთარ ინდივიდუალობაზე, თავი რაღაც ჯგუფს მიაკუთვნოს და შემდეგ ამ ჯგუფის "დასაცავად" პრაქტიკულად ყველაფერზე თქვას უარი - ორჯერ-ორი რომ ოთხია იმაზეც კი...
ეს სამწუხარო რელობაა, სანამ საზოგადოება არ ისწავლის შეთანხმებას ორჯერ-ორზე მანამდე ჩვენი, როგორც ქვეყნის და როგორც პიროვნებების, წინსვლა გამორიცხულია!
პ.ს. კიდევ ერთი კარგი მაგალითი იყო პოლიტ-მიკერძოებულობის სინდრომის ერთ-ერთ ჩემს თემაში (რომელიც სამწუხაროდ დახურეს ფორუმის წესების საწინააღმდეგოდ

), შეგიძლიათ გადაათვალიეროთ -
ინაუგურაციის თარიღი ვერ იქნება 17 ნოებერი (post #53731463)
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)