საკანონმდებლო წინადადებით საფლავზე სმა-ჭამისა და ყვავილების მიტანის აკრძალვას მოითხოვენ
„ლიბერალი"
ახალი ამბები / საზოგადოება 05 თებერვალი, 2019 19:03
49000
მოქალაქემ, ანზორ ჯაიანმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ" წინადადება საფლავზე საკვების მიტანის აკრძალვას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო წინადადება მიცვალებულისადმი მოპყრობის ერთიანი წესების შემოღებას ითვალისწინებს. იგი აწესებს შესაბამისი პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, განსაზღვრავს მაკონტროლობელ სუბიექტებს.
პროექტის მიზანია, დაიცვას მიცვალებულის პატივისა და ღირსების უფლება, გარემოს ეკოლოგიური ინტერესები.
წინადადება შემდეგი ქმედების აკრძალვას ითვალისწინებს:
ა)სასაფლაოზე საკვები პროდუქტების მიტანას ან/და დატოვებას;
ბ)სასაფლაოზე ალკოჰოლური სასმელების მიღებას;
გ)სასაფლაოზე ყვავილების ან სხვა მცენარეების მიტანას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მოხდება მათი დარგვა და გარემოს გამწვანება;
დ)მიცვალებულის არდასაფლავებას მისი გაწერიდან სამი დღის განმავლობაში;
ანზორ ჯაიანის წინადადება ამ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს:
დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება შემდეგნაირად:
ა) ფიზიკური პირისათვის 20 ლარი;
ბ) იურიდიული პირისათვის 10 ლარი;
ადმინისტაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის ფიზიკური/იურიდიული პირი ისჯება პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
პროექტის თანახმად, ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები მათ მიერ უფლებემოსილებით აღჭურვილი შესაბამისი პირების მეშვეობით.
„ამ კანონს არა აქვს უკუძალა და არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა", - ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
პროექტი კომიტეტს ჯერ არ განუხილავს.
პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.
რამდენიმე წლის წინ BBC-მ საქართველოში საფლავებზე სუფრის გაშლის შესახებ ვიდეო მოამზადა.
http://liberali.ge/news/view/42973/sakanon...B3pUB7p0P4JHaakსაფლლავებზე ჭამა-სმას მეც გავურბივარ მაგრამ ყვავილების მიტანის აკრძალვა უკვე მარაზმია
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3