#54182647 · 6 Feb 2019, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ ვხსნი ამ თემას - 2013 წლიდან როდესაც პერსონალუ მონაცემთა ინსპექტორის ინსტიტუტი დაინერგა, უამრავი ცვლილება განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე და აქედან ყველა პერსონალურმონაცემთა დაცვის საზიანოდ - საგადასახადო არა მხოლოდ ჩვენს გადასახადებს აკონტროლებს - პირდაპირი წვდომა აქვს ჩვენს საბანკო ანგარიშებზე და შეუძლია აკონტროლოს. გამოყენებული აპლიკაციების უმრავლესობა აგროვებს ჩვენზე ყველა სახის მონაცემს, არსებობს აპლიკაცია რომელიც ტელეფონის ნომრით გასცემს სახელს და გვარს, ეხლა კი უკვე შსს-ს უნდა მართვის მოწმობის მქონე პირთა ფსიქიკური დაავადებების შესახებ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა...
ამ ყველაფრის ფონზე, მიჩნდება კითხვა - რაში მდგომარეობს თ. ქ.-ს ფუნქცია? დანაშაულში ეჭვმიტანილების სახელის ნაცვლად ინიციალებით მოხსენიების კონტროლში? მაგალითი - ი.თ. დაკავებულია მკვლელობის ბრალდებით. ჩვენ გამოვკითხეთ ი.თ.-ს ძმა, ავთანდილ თათარასვილმა რომელმაც გვითხრა რომ მისი ძმა უდანაშაულოა. აბა გამოიცანით რა გვარია ი. თ. და ამ ქალაქში ვის გაგიჭირდებათ გარკვევა რა ჰქვია ბრალდებულ თათარაშვილს
ამაში ვუხდით ინსპექტორს ფულს თუ მე ვერ ვხვდები რამეს?
|