აქტუალურია
არ გვინდა ეს დანჯღრეული ტაქსები, ტაქსისტების შემოსავლების გარეშე დატოვება და რეგულაციების შედეგად გაძვირებული ტაქსების გადაგხდა და ჯიბეზე ხელის გარტყმასაც არ გვესიამოვნება, ხოდა...
რა არის თქვენი აზრით იპტიმალური გამოსავალი?
ჩემი აზრით..
არგუმენტი რო ტასქსისტობა ჩემი შემოსავლის წყაროა და ჩემივე ინტერესია მაღალ "სტანდარტს" ვაკმაყოფილებდე რო მეტი კლიენტი მყავდეს და დაე ბაზარმა განსაზღვროს ყველაფერიო თითქოს ზოგადად ძალიან სწორია, მაგრამ როგორც კლიენტი ფაქტია რომ არ ხარ დაზღვეული ტაქსისტად გიჟი ან მაგალითად "შაქარ" აწეული მძღოლი გაგეჩითოს, არ იცოდე სად გული დაარტყავს ან სად ფსიქო-აშლილობით ვიღაცას ჯინაზე ხევს იმიტომ რომ იმან მანამდე ნაგლად ჩაუჭრა და ა.შ.
ხოო..
ცუდ ტაქსისტს კიდე თავისუფალი ბაზრის იმედად "მიმოქცევიდან" კლიენტის გამოცდილების საფუძველზე ვერ "ამოიღებ" იმიტომ რომ სხვას შენ ცუდ გამოცდილებას ესე მარტივად უბრალოდ ვერ გაუზიარებ,
გადმოხვალ უკმაყოფილო, მოხურავ კარებს და ყოველ მომდევნო ჯერზე ზუსტად იმავე წარმატებით ჩაისვამს ეგ ტაქსისტი ახალ კლიენტს როგორც შენ ჩაგისვა.
მაშინ რაღაც კარგად შემუშავებული პლატფორმა უნდა არსებობდეს, ვთქვათ რაღაც აპი ან სისტემა მაგ. უბერის პონტში..
გარკვეული კონტროლიც ალბათ საჭიროა
ან იქნებ რაიმე მიქსი...
რეგულაციების შემოღება ლიცენზირებული ტაქსებისთვის: მანქანის გამართვა, მძღოლის გამოცდა, შემოწმება და დამატებეითი სხვა უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება..
და ცალკე "ფრილანსერი ტაქსისტები"

რომლის შეფასების საშუალება იქნება შესაძლებელი. რისკებზეც შენი თავისუფალი ნებით წახვალ.
და ესე იქნებიან ძვირიანი და იაფიანი ტაქსები ერთმანეთის კონკურენციაში..
რას ფიქრობთ?
This post has been edited by Coldplayin' on 30 Jan 2018, 19:30