კირილმა საქართველოს დელეგაციის პარალელურად აფხაზი სქიზმატების ლიდერი მიიღო1 თებერვალს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილეზე, როცა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვს სტუმრობდა კირილმა აფხაზი სქიზმატების ლიდერს, მღვდელ ბესარიონ აპლიაას უმასპინძლა.
მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ მღვდელი ბესარიონ აპლიაა მოსკოვის პატრიარქმა სხვა იერარქებთან ერთად მიიღო.
ფოტოალბომს თან ახლავს აღწერილობა: "2019 წლის 1 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სატახტო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილმა მიიღო ინტრონიზაციის 10 წლისთავის მილოცვები".
მღვდელი ბესარიონ აპლიაა აფხაზური სქიზმატური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია, რომელთაც 2009 წელს ავტოკეფალია გამოაცხადეს, თუმცა ეპისკოპოსის არყოლის გამო, წირვისას პატრიარქ კირილს მოიხსენიებენ.წლებია მღვდელ ბესარიონს სისტემატური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან. მან ხელდასხმა საქართველოს საპატრიარქოსგან ოკუპაციამდე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კანონიკური ნორმების დარღვევის, ქართველოფობიური განცხადებებისა და ავტოკეფალიის გამოცხადების მიუხედავად, მღვდელი ბესარიონ აპლიაა საქართველოს საპატრიარქოს მიერ განკვეთილი არ არის, რაც მოსკოვის საპატრიარქოს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს მასთან ევქარისტიული კავშირი და გაუგზავნოს მოსკოვის საპატრიარქოში ნაკურთხი ეთნიკურად აფხაზი მღვდლები.შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.
საქართველოს საპატრიარქო არც ამჯერად გამოუხატავს პროტესტი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში შემოჭრის გამო.პ.ს. მე მგონი ამათ სიამოვნებთ თავზე რომ ასაქმებენ.
This post has been edited by ცერცვა. on 7 Feb 2019, 19:38
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell