მოგეხსენებათ მართვის მოწმობების ცვლილებების გამო ქავთარაძეზე რიგებია.
იმ დღეს გავყევი მეგობარს და იქ ხალხის რაოდენობა ვნახე გული შემიწუხდა, ხალხი ქუჩაში იდგა შიგნით რო ვეღარ ეტეოდნენ.
თვალში საცემი ის იყო, რომ რამდენიმე ისეთი მოხუცი იდგა რიგში და ისეთ მდგომარეობაში, რომ მაგას მართვის მოწმობა კი არა, სახლიდან გარეთ არ უნდა გადიოდეს
პარალიჩიანი ტიპები იდგნენ რასაც ქვია, 75-80 წლის ხალხი, მაგას რა რეაქცია უნდა ქონდეს, ან რაღა დროს მაგათი ავტომობილის მართვაა.
დამაინტერესა სად იღებდნენ ჯამრთელობის ცნობებს და როგორც გამარკვიეს, იქვე პოლიციის განყოფილებასთან ახლოშივე, ვიღცა ჯიგარს ლავაჩკა გაუხსნია და 20 ლარებში არიგებს ჯიგრულად
მერე დგახართ და რატოა ამხელა საცობებიო, რატოა გზებზე განუკითხაობაო.
იიიიიიი ევროპასთან ასოცირების დოკუმენტში წერია სავალდებულო დაზღვევაო, ტექდათვალიერებაო
მთავარ დოკუმენტს, ჯამრთლობის ცნობას ურიგებენ ხალხს 20 ლარად, ისე რომ არავის არაფერში არ სინჯავენ და ვითომც არაფერიო, რეაგირება არა აქვს არავის.
ხო აი მაგ მართვის მოწმობების სააგენტომ თუ რაც ქვიათ არ იცის ხო სად იღებს ეგ ხალხი ჯამრთელობის ცნობას და როგორ? მაგრამ კიდიათ, იმიტომ კიდიათ რომ ფულია მთავარი ფული.
ამათ უსაფრთხოება კი არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ მეტი დამრღვევი ყავდეთ, მეტი ჯარიმის გადამხდელი და მეტი ფული შეუვიდეთ
This post has been edited by tb-seli on 7 Feb 2019, 19:01