
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სესიაზე კოლეგებს ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. სხდომაზე დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
„კოლეგებო, დარბაზში არის ხმაური. თუ მუშაობას ასეთი ფორმით გავაგრძელებთ, უკვე ამ სესიაზე ნევროზით დავამთავრებთ. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც საუბარი სურს, შეუძლია, გარეთ ისაუბროს. ვისაც მოსმენა სურს, კოლეგებს, მინისტრს შეუძლია, დარჩეს დარბაზში. ასე ვიმუშაოთ“, - მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/95887/ko...stsarmetkvelebs