მისო-ების ასოციაცია: „სესხების განულების“ შემდეგ, მსესხებლების ნაწილი სესხის გადახდაზე უარს აცხადებს"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესო შენგელიას განცხადებით, საკრედიტო პორტფელების რისკიანობა გაზრდილია.
როგორც bm.ge-ს შენგელიამ განუცხადა, პორტფელის რისკიანობის გაზრდის მიზეზებს შორისაა წინასაარჩევნოდ განხორციელებული მთავრობის ე.წ. „სესხების განულების“ პროგრამა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თავმჯდომარე ამბობს, რომ „სესხების განულების“ პროგრამამ მსესხებლების ნაწილს გაუჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მსგავსი აქცია მომავალშიც განხორციელდეს.
„სამწუხაროდ, მოსახლეობის ცალკეული ნაწილის მიერ აღნიშნული ინიციატივა მართებულად არ იქნა აღქმული და გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მსგავსი აქციები შეიძლება კიდევ განმეორდეს და არის უკვე შემთხვევები, რომ მსესხებლების ნაწილი უარს აცხადებს სესხის გადახდაზე“ - განაცხადა შენგელიამ.
Bm.ge-ის კითხვაზე, რამდენად მასშტაბურია ასეთი ფაქტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თავმჯდომარეს კონკრეტული რიცხვების დასახელება უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ.
„ჩვენი არგუმენტი, რის გამოც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი არ დავთანხმდით „სესხების განულების“ აქციაში ჩართვას იყო ის, რომ ძალიან ხშირად მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არ არის დეტალურად შესწავლილი, გაანალიზებული ისე, როგორც ჩვენ ვიცით - მაგალითად, მთავრობამ არ იცის ჩვენი პორტფელის სტრუქტურა და ა.შ.
25 წელია ამ სფეროში ვართ და ბევრჯერ ვიწვნიეთ ისეთი პარადოქსი, რომ დიადი იდეებით ვახორციელებდით სოციალურ პროექტებს და მიგვიღია გვერდითი ეფექტი. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ წინასაარჩევნოდ ყოველთვის გვაქვს ძალიან შეზღუდული აღსრულების პროცესი, ის ფაქტიურად გაჩერებულია და ჯამში, სამწუხაროდ, როცა ერთის მხრივ, კარგი სოციალური პროექტები ხორციელდება - ვიღაცას გაუნულეს ვალი, ვიღაცას შეუჩერეს დროებით აღსრულება. ადამიანებს, ვისაც არკეთილსინდისიერების მიდრეკილება აქვს, უჩნდება წამახალსიებელი მომენტები, რომ სესხი არ გადაიხადოს“, - აცხადებს ბესო შენგელია.
„რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსესხებლების ინტერესებზე და მათთვის ტვირთის შემსუბუქებაზე, მაგრამ ხშირად ამის გამო გამსესხებელი ორგანიზაციების ინტერესები ზიანდება"-ამბობს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სოციალურად დაუცველებს, რომელთაც ვალდებულებების ვადაგადაცილება ჰქონდათ, სესხები საკუთარი ინიციატივით გაუნულეს და მათ სასესხო პორთველი "ქართუსთვის" არ მიუყიდიათ.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, „სესხების განულების“ პროექტი წარმატებით დასრულდა. საიტზე - vali. ge ატვირთულია 609 ათასზე მეტი ფიზიკური პირის მონაცემები 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ხოლო ჯამური დავალიანების თანხა 4,027,099,783 ლარს შეადგენს.
ამ დრომდე უცნობია, ჯამში, რა დაუჯდა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდს“ სესხების ჩამოწერა.
http://www.bm.ge/ka/article/miso-ebis-asoc...adebsquot/29564 ----
ცირკია რა ეს ქვეყანა, ცირკი
ყველა ერთმანეთს ატყუებს
მე მომწონს მიშა, მაგრამ არ მომწონს მიშისტები, ისინი მას არ გვანან (c) ჩემით მოვიფიქრე