
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას გირაოს სახით გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის წევრების განცხადებით, თენგიზ ქობალია უკანონო წესების გამოყენებით, საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ხელბორკილები საჯაროდ დაადეს, რაც არ შეესაბამება ნორმებს
„ჩვენ ვითხოვთ, იმ რვა ათასამდე ადამიანის მოთხოვნა შესრულდეს, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ თენგიზ ქობალიას გათავისუფლებას. მოვითხოვთ, რომ მას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარე პერიმეტრს და წესრიგს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/95968/zu...lebas-moitkhven