აგერ უკვე მეოთხეა დღეა არ წყნარდება რუნეტი - ყველა ასპექტში განიხილავენ იურა დუდის ინტერვიუს კრემლის მთავარ პროპაგანდონთან , დიმიტრი კისელიოვთან. (
https://www.youtube.com/watch?v=7JrIAY5G7jE ) ვინც თვალყურს არ ადევნებს - იურა დუდი არის ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა იუთუბერ/ინტერვიუერი.
რუსები უმეტესწილად ლანძღავენ რომ არასაკმარისად მოემზადა ინტერვიუსთვის და კრემლის რუპორს მისცა საშუალება თავი აერიდებინა მწვავე კითხვებს.
ამ ვიდეოებს შორის არის ერთი , განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესო ვიდეო: (
https://www.youtube.com/watch?v=eEB0lnDjqJE&t=329s ) - ახალგაზრდა იურისტი სხვა კუთხით უყურებს ამ ორი თითქოს და დაპირისპირებული ადამიანის პაექრობას. ერთი - მმართველი ძალის ინტერესების ღიად გამომხატველი/მხარდამჭერი და შესაბამისად ხალხისთვის საძულველი ტიპი და მეორე თითქოს მამაცი იუთუბერი , რომელსაც მხარს უმაგრებს მრავალმილიონიანი იუთუბ აუდიტორია, მონეტიზაციით მიღებული შემოსავლით მეორე ადგილზეა ქვეყანაში და არ არის ფინანსურად დამოკიდებული მთავრობაზე და იდეაში ამ მაყურებელ/მხარდამჭერების მხარეს უნდა იყოს მაგრამ პრინციპში ისიც გაბატონებული ლიბერო იდეოლოგიის მსახურია როგორც მისი ვიზავი.
კიდევ სხვა საინტერესო მომენტებზეც ამახვილებს ყურადღებას იურისტი , რაც თითქმის ერთი ერთზე ემთხვევა ჩვენს სიტუაცია იმ დონეზე რომ რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო რომ საქართველოზე ლაპარაკობს.
მოკლედ უყურეთ ვიდეოს და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
პ.ს. ჩვენი საქმე კიდევ უფრო უარესადაა - რუსეთში იუთუბ მონეტიზაციით შეგიძლია დამოუკიდებელი სტუდია გააკეთო თავისი აპარატურით და ისინი ვერ ახერხებენ იყვნენ თავისუფლები და ჩვენი "ინგა გრიგოლიები" ოლიგარქების ტელევიზიებიდან ცალკე კომედიაა.
აქვე კითხვა იურისტებს - ჩვენს კონსტიტუციაში როგორც პრეამბულაში ისე მე5-ე მუხლში არის ჩანაწერი :
"1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო."
ვიცით როგორც განმარტავს ამ ტერმინს ვიკიპედია(რომელსაც ზემოთ მოყვანილი ვიდეოს ავტორიც ციტირებს) ასევე ბრიტანეთის ენციკლოპედია და ამერიკის ენციკლოპედია მაგრამ თუ არსებობს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული ეს ტერმინი?