http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=9144&Itemid=58სააკაშვილი: შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდიან
18/05/2012 19:15
„პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი სიგუამ პრეზიდენტს მწვავე კითხვა დაუსვა რესპონდენტის მხრიდან კი კითხვას უცენზურო პასუხი მოჰყვა,“- ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.
„ბატონო პრეზიდენტო, მე საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ მაქვს შეკითხვა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სასამართლო პროცესების 99,7% ბრალდების სასარგებლოდ მთავრდება. რატომ არის ასე, რომ ყველა, ვინც დაპატიმრებულია დამნაშავეა? გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები მამაკაცების ნახევარზე მეტს აპატიმრებენ და მხოლოდ ბიუჯეტში ფულის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ? მეორე შეკითხვა რუსეთის შესახებ მაქვს.
გეთანხმებით, რომ საშინელება იყო რუსეთთან ომი, მაგრამ რატომ ხდება, რომ როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული თქვენ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარი დაუჭირეთ? და მესამე, 3 დღის წინ საქართველოში მოხდა სტიქიური უბედურება, დაიტბორა ქუჩები და 5 ადამიანი დაიღუპა, მართალია, რომ მეორე დღეს თქვენ სლოვენიაში საფეხბურთო მატჩს დაეწარით. მომდევნო დღეს კი მილანის მაღაზიაში ძვირფასი საათი იყიდეთ? - ეს კითხვები პრინსტონის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვერდაზე გიორგი სიგუამ დასვა.
პრეზიდენტმა კი მის შეკითხვებს ასეთი სიტყვებით უპასუხა:
„ყველა შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. რაც შეეხება ჩვენს სასამართლო სისტემას ის ახლა ტრანსფორმაციას გადის. ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სისტემის ნდობა საქართველოში 10% იყო, ახლა კი 70%-ია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა... ახლა არსებობს ხალხი, რომელიც მთავრობაში აპირებს მოსვლას და შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდის..“- განაცხადა სააკაშვილმა.