#56559177 · 16 Jul 2020, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უახლოესი ადამიანი ცდილობს რომ საბოლოოდ ჩამოვიდეს გერმანიიდან აგვისტოში, მაგრამ ჯერ ვიზეარის რეისი გაუუქმეს და ახლა Turkish Airways-ზე გაურკვევლ მდგომარეობაშია - თავად ავიაკომპანიის ოფისში ეუბნებიან 1 აგვისტოდან იქნება სტამბულიდან ფრენებიო და თან გახარია გამოდის და ამბობს რომ გერმანიიდან 'ლუფტჰანზას' და 'აირზენას' მეტი არაფერი იფრენსო. თითოეულის ბილეთები 600-700 ევრომდე ადის ბილეთის გაყიდვის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. ვრეკავ საინფორმაციო ბიუროებში და შსს-შიც კი დავრეკე (რა შუაშია შსს მარა მაინც) და ან ტელეფონს არ იღებენ, ან არ იციან. ეს რამდენად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებაა - ეგ ცალკე თემაა, მაგრამ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? დამეხმარეთ რა გარკვევაში თუ რამე იცით
|