შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი კიდე ციხეში ზის ცხინვალის იზოლატორში.
თქვენი აზრით საკმარისს აკეთებს მთავრობა მის გამოსაყვანად?

მაგალითისთვის მოვიყვანოთ უკრაინელები.
რუსეთის ციხეში იჯდა ოლეგ სენცოვი
რუსეთის ციხეში იჯდა ნადეჟდა სავჩენკო
რუსეთის ციხეში იჯდნენ უკრაინელი მეზღვაურები
რა გააკეთეს უკრაინელებმა?
კონფლიქტის ზონიდან გაიტაცეს "სავაჭრო მატერიალი". კერძოდ ГРУ-ს ორი სპეცრაზმელი (ეროფეევი და ალექსანდროვი) და რამდენიმე ათეული ადგილობრივი/რუსი მებრძოლი.
დღეს ყველა უკრაინელი პოლიტ.პატიმარი/ტყვე გარეთ არის და რუსეთი იძულებული იყო გაცვლა განეხორციელებინათ. თან სადღაც დონეცკის იზოლატორში კი არ იჯდნენ ესენი, მოსკოვის ციხეებში იყვნენ და ოფიციალურად რუსული კანონებით გაასამართლეს.
საერთოდ არსებობენ ჩვენთან სპეც.სამსახურები? საკუთარი მოქალაქეების ცემის და დატერორების გარდა რამე შეუძლიათ?
რა ფუნქციას ასრულებენ ს.უ.ს-ი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები?
კი ბატონო, საკმაოდ რისკიანი საქმიანობაა მსგავსი დივერსიული ოპერაციების ჩატარება, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად ყველანაირი საშუალება უნდა არსებობდეს, პროფესიონალი კადრებით.
მაგრად ტეხავს ასეთ დღეში რომ ვართ