#54148277 · 30 Jan 2019, 17:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი ჯერ კიდევ დაგელოდებიან.
მოკლედ იღებ ტელეფონს და ურეკავ, ეუბნები რომ გსურს სესხის დაფარვა (თუ მართლა გინდა დაფარვა).
გეტყვიან 1000 ლარად ამ სესხს გაგინულებენ, შენ ეტყვი რომ დღეს 600 შეგიძლია გადაიხადო.
გეტყვიან რომ შეუძლიათ თვეში ნაწილობრივ დაგაფარინონ და 1000 ლარის ექვივალენტი მოგთხოვონ, ეუბნები რომ არ გაწყობს და დღესვე გსურს სესხის დაფარვა.
ისევ გეტყვიან რომ 1000-ზე ნაკლებს არ ჩამოვლენ მაგრამ უთხარი რომ შენ 600-ზე მეტი არ გაწყობს რადგან მაშინ მათ სესხს არა და სხვა სესხს დაფარავ.
პერსონალური ინფორმაციის გამხელა ან იმის თქმა არ ღირს რომ ფული არ გაქვს. პირველი არ ხარ ვინც სესხს ვერ იხდის და მაგის მოსმენა ყოველდღე უწევთ.
მოკლედ, თუ გინდა რომ აღარ შეგაწუხონ ერთ დღეშივე უნდა დაფარო. დარწმუნდი რომ ყველაფერს წერილობით ნახავ და არა სიტყვიერად მოისმენ.
შეგიძლია რისი გადახდაც ერთ დღეში შეგიძლია 75% შესთავაზო, დაელოდე რას იტყვიან და ძირითადად 25%-ით მეტს დაგიბრუნებენ პასუხს.
--------------------
Link
|