გულზე ხელის დადებით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს ვყოფილვარ შემჩნეული აუხსნელი და დაუსაბუთებელი მოვლენების თავგამოდებით მტკიცებაში. თუ ეკონომიკურ თეორიებს არ ჩავთვლით
ტელეპათია, ტელეკინეზი და სხვა ტელე თუ პარა მოვლენების მიმართ დასაბუთებულად სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
მოკლედ თავი რაციონალურ და გაწონასწორებულ პიროვნებად მომაქვს
ამასწინათ გავიცანი ადამიანი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ თავის მეგობარს შეეძლო გამოეცნო ნებისმიერი რიცხვი რასაც დავწერდით ან ვიტყოდით ხმამაღლა. ოღონდ ეს რიცხვი მასაც უნდა ენახა ან გაეგონა, იმიტომ რომ მხოლოდ მას ჰქონდა ტელეპათიური კავშირი გახსნილი ამ მეგობართან. ცხადია თავიდან ეს ყველაფერი არასერიოზულად მივიღეთ და აგდებულად მივუდექით. როდესაც ბიჭმა, რომელიც სხვა ქალაქში ტელეფონით იცნობდა ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებს და უკვე მეოთხედ გამოიცნო, ჩვენც უფრო სერიოზულად მივუდექით საქმეს.
პირველი რაც ვიფიქრეთ, რათქმაუნდა ის იყო რომ რაღაც ფორმით ჩვენი მეგობარი თავის მეგობარს გადასცემდა ინფორმაციას, შესაბამისად მას ავუკრძალეთ ტელეფონზე ლაპარაკი. ერთადერთი რაც შეეძლო დაერეკა და ეთქვა თავისი მეგობრისთვის ორი სიტყვა "თქვი რიცხვი".
ცხადია ველოდით რომ გაიჭედებოდნენ, თუმცა ჩემდა გასაოცრად ორნიშნა რიცხვი 3 ჯერ ამ ფორმით გამოიცნო.
ვერაფრით ვერ ავხსენი ეს მოვლენა. ყველა ზომა ვიხმარეთ, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ვერბალური კონტაქტი ამ ორ ადამიანს შორის, ცხადია ტელეფონით არავერბალურ კავშირს ვერ დაამყარებდნენ. ყველა ჯერზე ეს ბიჭი იცნობდა რიცხვებს.
ამის მერე ჩავუჯექი სტატიებს თუმცა ვერაფერი ვერ ვიპოვე, რაც ამიხსნიდა ამ მოვლენას.
გუშინ უკვე პირადად ლივში ვნახეთ, როგორ იცნობს ეს ბიჭი რიცხვებს წამებში, ისე რომ მეორეს აბსოლუტურად შეზღუდული აქვს ყველა ვერბალური თუ არავერბალური კავშირის დამყარების შესაძლებლობა. არ ვსაუბრობ 1 ან 3 შემთხვევაზე. რიცხვი გამოიცნეს 20 ჯერ ან 30 ჯერ ამერია სათვალავი. ამ გამოცნობას მიაქვს წამები მაქს 3 წამი.
ცხადია არ ვფიქრობ რომ ეს ღვთისგან ბოძებული სუპერ ძალაა
ერთადერთი რაც მაინტერესებს თუ გქონიათ მსგავს შემთხვევათან რამე შეხება ან თუ გაგიგიათ?
როგორ ან რითი შეიძლება ეს აიხსნას?
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx