#54214179 · 12 Feb 2019, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავიაკატასტროფაში დაღუპულები საიქიოს კართან რიგში დგანან, წმინდა პეტრე ხალხს ანაწილებს, ზოგს სამოთხის კარებს უღებს, ზოგს კი ჯოჯოხეთში აგზავნის. ერთი ბიზნესმენის რიგიც მოვიდა. წმინდა პეტრემ ჩაიხედა სიაში და ეუბნება: - თქვენ შვილო ჩემო, ჯოჯოხეთში მიბრძადით. - კი მაგრამ რატომ? - აქ ეგრე წერია. - მანდ რაღაც შეცდომაა! მე იმდენი ფული შევწირე ეკლესიას, ერთი ავაშენე, სამის აშენებაში მონაწილეობა მივიღე, იცით ეს ყველაფერი რამდენი დამიჯდა? - მოითმინეთ, ახლავე გავარკვევ, უთხრა პეტრემ და გავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა. - ყველაფერი გავარკვიე, შეცდომა არ არის, ფულს ვაბრუნებთ, თქვენ კი ჯოჯოხეთში.
This post has been edited by jmm75 on 12 Feb 2019, 22:28
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|