
მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი გაუნულდათ, ურჩევენ, რომ ცნობა აიღონ, რომლითაც დასტურდება, რომ მათ სასესხო დავალიანება აღარ აქვთ. ამასთან დაკავშირებით განცხადება „პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ცნობით, პრობლემური სესხების ე.წ. ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს. "კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) შეიძინა გაპრობლემებული აქტივები კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან, ზოგმა უარი თქვა პორტფელის გაყიდვაზე. თუმცა ჩამოწერის პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, რასაც მივესალმებით. კარგი ინიციატივა იყო, თუმცა ამომღებმა კომპანიებმა თავიდან დაიწყეს გადახდის მოთხოვნა. ყველამ, ვისაც სესხი გაგინულდათ, მიმართეთ კომპანიებს განულების ცნობის ასაღებად, დოკუმენტი, რომ აღარ გაქვთ დავალიანება ამა თუ იმ კომპანიის მიმართ", - წერია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაცია დასძენს, რომ თუ პირს სიტყვიერი მოლაპარაკებით უარს ეტყვიან საბუთის მიცემაზე, მაშინ წერილობით მიმართონ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მან თქვა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდებოდა.
10 ნოემბერს სპეციალური ვებვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.
წყარმენსიო:
https://imedinews.ge/ge/ekonomika/96422/gan...agebas-urcheven