„მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას" - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ხაზარაძეს „საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის მხარდაჭერაც" მოსანანიებელი აქვს.
„ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ....მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში" ივანიშვილის მხარდაჭერას" - წერს სააკაშვილი.
http://liberali.ge/news/view/43707/saakash...o7gKhw6O8dSyPDIმიხეილ სააკაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ პოტენციური მოკავშირის დანახვა შეცდომაა და ბიზნესმენი ხალხმა არ უნდა შეიცოდოს. ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი „კვირის პალიტრასთან“ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს.
„თურმე, კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა „განკულაკება“ ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები.
მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალი დავხუჭეთ.
ერთი ყაჩაღით მეორის ჩანაცვლება, არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისა და რეკეტირებისგან ბიზნესისა და საზოგადოების გათავისუფლებაა.
რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ არჩევნების მეორე ტურის წინ მის გავრცელებულ წერილზე ისაუბრა, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა და რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობდა.
ხაზარაძე ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურამდე გამოქვეყნებული განცხადება მუქარის წერილის წაკითხვის შემდეგ, იმავე საღამოს დაწერა, თუმცა, მზად არის, მის შინაარს ხელი დღესაც მოაწეროს.
„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი [მიხეილ სააკაშვილი] იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“, - უთხრა „კვირის პალიტრას" მამუკა ხაზარაძემ.
http://liberali.ge/news/view/43683/saakash...s-chveni-mizaniესეც ხაზარაძეს ემდურის