სააკაშვილის ევრო-ამერიკულ შეხვედრებს ძალიან არაადეკვატურად აფასებენ...
არ აქვს მნიშვნელობა რომ ხალხი ცოტაა.
არ აქვს მნიშვნელობა რომ მარგინალია.
არ აქვს მნიშვნელობა რომ ბოდავს.
არ აქვს მნიშვნელობა რომ პარტაქტივის გარდა მხოლოდ რამდენიმე ავადმყოფი მართლაც გულწრფელად ჩადის შეხვედრაზე.
მთავარი ისაა რომ შეხვედრა ხდება...ესაა ფონი..აქტიურობის ფონი...როგორც CV ში სამუშაო ან „ტრეინინგის“(დღეს ასეა მოდაში სსრკ-ს დროს „ზბორები“ ერქვა) გრაფა.
არ აქვს მნიშვნელობა ივარგე იმ სამსახურში/გაიგე რამე ზბორებზე თუ არა.
ესაა მოსამზადებელი სამუშაო რევოლუციური და/ან არჩევნებში „გამარჯვების“ „გასაპრავებლად“...
რაც შეეხება ოპოზიციის „ერთიან ფრონტს“---ეს სწორი,
გამართლებული და ნაყოფიერი იქნება „ყველას-სააკაშვილი და მასთან მიცუცქულები-ბურჯანაძე“ შემთხვევაში...
არ დაიღალეთ ამ ფსევდოპარტიების და ფსევდოპოლიტიკოსების ბიუჯეტის ანუ საკუთარ ხარჯზე რჩენით?
მიუხედავად ბევრი მიზეზისა თუ საჭირო იქნა უგულავას მივცემ ხმას(დარჩიაშვილს არა

), გირჩს უპრობლემოდ, პატრიოტთა ალიანსსაც..ნებისმიერს გარდა შემდეგისა:
პარტია ბლოკს ან კანდიდატს სადაც არის/მონაწილეა სააკაშვილის სექტა/წევრები,
ძიძიგური, კუკავა, ლეიბორისტ ნათელაანთნი,
წიოწია ნინა იზ ტბილისი, ის თვითონ
და მსგავსი პოლიტიკურ ალერგიული გამონაყარი გრუზინეთის პოლიტიკურ სხეულზე---ხმას არ მივცემ და
არც ამ კეთროვანებთან ერთად დგომისკენ მემეტება ვინმე
პ.ს.
შეფასებები მკაცრი და უხხეშია?
კი ბატონო არის..
აბა ვეფეროთ?
1992 წლიდან რომ ვარჩენთ რამე დადეს/გააკეთეს ფასეული?
ქვეყანამ 25 წელია ვერ დაწერა კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი.