#54345125 · 10 Mar 2019, 18:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc სიტყვა დღევანდელი, ანუ თანამედროვე შემთხვევით არ მიხსენებია..
ეგ სტროფი დღეს ტრაფარეტულად მეჩვენება.
"გუშინდელი" ადამიანი შეიძლება დაიბადოს წყალტუბოში, გაიზარდოს ქუთაისში, ისწავლოს, დაოჯახდეს და იცხოვროს თბილისში. "ხვალინდელი" ადამიანი დაიბადოს სალონიკში, გაიზარდოს პარიზში, ისწავლოს ლონდონში, იმუშაოს, დაოჯახდეს და იცხოვროს სიდნეიში.
სად არის თანამედოვე ადამიანის სამშობლო?
QUOTE | სადაც ადამიანის გონი ჩამოყალიბდა |
თუ
QUOTE | თავს კომფორტულად/სახლში გრძნობს |
თუ?
ადრე გასაგებია რომ სამშობლო "მიწასთან" იყო გაიგივებული.
სადაც დაიბადებოდა, გაიიზრდებოდა, მოყავდა მოსავალი, ცხოვრობდა და იცავდა მტრისგან კონკრეტულ ტერიტორიას.. მას მაქსიმუმ 20-30 კილომეტრის რადიუსზე ჰქონოდა შეხება და წარმოდგენა მოვლენებთან, ახლაკი ერთ დღეში დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი გამგზავრება და ასეც ხდება, თვითფრინავებით არის გადაჭედილი ცა.
ამერიკის კონტინენტები ავიღოთ, იქ ხომ სხვადასხვა ხალხები ცხოვრობენ, სხვადასხვა დროს ჩასულები, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეები, სხვადასხვა კულტურის და "სამშობლოს" მქონეები?!
|