Unknown232324თვეების წინ შემაწუხა მსგავსმა პრობლემამ, შეგრძნება მქონდა, რომ ვერ ვსუნთქავდი, მოვიარე ექიმები, ვისთან არ ვიყავი, ნევროლოგთანაც კი, ვერავინ ვერაფერი გამიგო, მედიცინა შემასწავლა ამ ჩივილებმა. ერთ დღესაც, შემთხვევით, ცხვირი შევამოწმე და ჰოი საოცრებავ, გაჭედილი მქონია, ნიჟარების შეშუპება.

ჰოდა, აბა, შენც შეამოწმე ცხვირი, კარგი იქნება თუ ლარინგოლოგთანაც მიხვალ. თუ ცხვირის ამბავია, ვინაიდან ამბობ, რომ პატარაობიდან გაქვს ეს პრობლემა, შესაძლოა ცხვირის ძგიდე გქონდეს გამრუდებული ან ნიჟარების ჰიპერტროფია, ან პოლიპები, ან ცხვირის წიაღებში ანთება. თუ აღმოჩნდა, რომ ცხვირი გაქვს დახშული და ექიმმა გითხრა ნიჟარები არ არისო შეშუპებული, მარტო მაგის ნათქვამს არ დაუჯერო, შეიძლება პოლიპები გქონდეს, რაც ცხვირში ბანალურად ჩახედვით, არ ჩანს, ამიტომ რენტგენის გადაღებას გირჩევ, ძგიდეც, ნიჟარებიც და პოლიპებიც ჩანს მანდ, თუ ცხვირზე აღმოგაჩნდა პრობლემა, გიორგი გოგნიაშვილის იქით, არვისთან წახვიდე, იმდენ უვიც ლარინგოლოგს გადავეყარე და იმდენი დრო დამაკარგვინეს, უშედეგო მკურნალობებით, ამ ექიმის მკურნალობამ, ერთ კვირაში მომცა შედეგი.
ცხვირი თუ გამოირიცხა, შემდეგ, უნდა შეიმოწმო, აუცილებლად, ფარისებრის ჰორმონები:TSH,FT4, დაბალმა TSH-მა იცის ეგეთი სიმპტომები. შემდეგ-ფილტვები, შეიძლება ალერგიული იყო და ეს ალერგია ფილტვებს აღიზიანებდეს,. ასევე, უნდა გამოირიცხოს-გული, თუმცა, მაგ ასაკში, დიდი ალბათობით, არ გექნება მაგის პრობლემა, მაგრამ, მაინც, უნდა გამოირიცხოს. ბოლოს, სისხლის საერთოს აღებას გირჩევ, ჰემოგლობინის ნაკლებობის დროს, ვერ მიეწოდება ორგანიზმს ჟანგბადი.
სულ სულ ბოლოს, შეიძლება ემოციურიც იყოს, ოღონდ, მხოლოდ, ყველა სომატური მიზეზის გამორიცხვის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი.
ბევრი ვწერე, მაგრამ იქნება ვინმეს გამოადგეს.