თვით ეს ტერმინი არ არის კორუფციის მიმანიშნებელი?
ვგულისხმობ როგორც სახელმწიფო, ასევე სამხედრო უწყების მაღალჩინოსანთა კორუფციას.
დავსვათ საკითხი ასე - რამდენი ჯარისკაცი თუ საერთოდ, რამდენი სამხედრო მოსამსახურე სჭირდება ქვეყანას და რამდენია გასაწვევი?
ამ მომენტში მე ვერ შევუდგები სტატისტიკის ქექვას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმათი რიცხვი, ვისაც წვევამდელის ასაკი უსრულდებათ ყოველწლიურად (გამოვაკლოთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულები), ბევრად მეტია მათზე, რამდენის გაწვევაც არის საჭირო ჩვენი ჯარისთვის.
ამ ყოველწლიურ ასაკით გასაწვევებს მივუმატოთ ისინი, ვისაც არ მოუხდიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ვინც ჯერაც არ არის გასაწვევ ასაკს გადაცილებული.
მთელი ეს მასა რომ გაიწვიოს ბატონმა იზორიამ, სად განათავსებს მათ, რას ჩააცმევს, როგორ გამოკვებავს და ა.შ. და ეს მაშინ, როდესაც გახურებულ კორუფციულ მაქინაციებშია შემჩნეული და არც კვება აქვს არსებულ ჯარში მოწესრიგებული და ჩაცმულობაც შევარდნაძის დროინდელამდე აქვს დაყვანილი?
ე.ი. ეს სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კორუფციის გენერატორი.
თუ ვინმეს საშუალება აქვს, ის ბიუჯეტში რიცხავს ფულს და თავს იხსნის თბილისის ქუჩებში ვითომ დაცვის სამსახურის მორიგე-თანამშრომლის ბორიალისგან.
ვისაც ბიუჯეტში შესატანი თანხა არ აქვს, ის შედარებით ნაკლები თანხით უფრო განსხვავებულ და შეღავათიან კორუფციულ საშუალებებს აგნებს.
ამრიგად ჯარში მიდიან მხოლოდ უქონელნი.
სხვა საქმეა საკონტრაქტო სამხედრო სამსახური, რაც გარკვეულ დონეზე მოტივირებულია ახალგაზრდების როგორც პატრიოტულ, ასევე კომერციულ ინტერესებით.
ამდენად, ჩემი აზრით, მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურია მართებული.
ბევრი რამ არის კიდევ სათქმელი.
თქვით მერე, - ვინ გიშლით?
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.