წიგნებზე გამახსენდა ერთგან ვცხოვრობდი ავსტრიაში ოჯახში ოთახი მქონდა დაქირავებული სადღაც გადაკარგულ ავსტრიის ალპებში.. ხოდა მოხუცი ცოლქმარი იყვნენ ავსტრიელები ძაან დიდი სახლი ქონდათ ძველი, ამათი წინაპრები იყვნენ ავსტრიის ბოლო მეფის შთამომავლები და იმათი აშენებული იყო ეს სახლი ორასი წლის წინ, ძაან დიდი ბიბლიოთეკა ქონდათ ორი, და ვაფშე აბლაბუდებით იყო დაფარული იმდენი წიგნები იყო უმრავლესობა ათწლეულების მანძილზე გადაშლილიც კი არ იყო.. ხოდა რო ნახეს ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი მთხოვეს იქნებ მოგვეხმარო ბიბლიოთეკის მოწესრიგებაშიო კიბეების მიდგმა უნდოდა იმხელა ბიბლიოთეკა იყო, და იქ უნდა აგენახათ რა საინტერესო რაღაცეები ვნახე, აი რამეს თუ ვაჭრბებდე მე ვიყო არამზადა, ალაბათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მერე არავინ რო არ შეხებია ისეთი ბიბლიოთეკა იყო... და თქვენ წარმოიდგინეთ ქართული წიგნები.. აი იმ დროინდელი ბოლშევიკები რო მოვიდნენ და აქაური ელიტა ევროპაში რო გაიქცა აი მაგ თაობის... რამდენიმე წიგნი მომცეს კიდეც ვიღაც კიტა აბაშიძეზე და მარო მაყაშვილზე და სხვებზე იყო ბევრი ანტისაბჭოთა წიგნები, პარიზში გამოცემული ქართული ემიგრაციის მიერ.. და მერე ერთმანეთს რო ჩუქნიდნენ ეტყობა უგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში.. ამ ოჯახის ნათესავი იყო ქართველი რომელც ადრე აქ ცხოვრობდა და მერე შვედეთში გათხოვდა 70იან წლებში და ეტყობა დავიწყებული ქონდა ქართული რაღაც სტრანნი ქართულით იყო მიწერილები წიგნზე რო ჩუქნიან ვიღაცას და რო მიაწერენ ხოლმე შიდა ყდაზე - სიყვარულით ვიღაცა 1947 წელი... უამრვაი წიგნი ვნახე 1921 წელს და მერე გამოშვებული... ძაან მაგარი შეგრძნება იყო ამდენი ხნის მერე შენ რო ეხები პირველად ადამიანების ისტორიას... მერე კიდე რო გადმოვალაგე უკან იყო 1500-1600 წლებში დაბეჭდილი გერმანული წიგნები და აი მანდ კი გამოვყლევდი

ეგრევე ვუთხარი რო რაღაც მნიშვნელოვანია მეთქი და დავარეკინე ადგილობრივ ექსპერტებთან რო შეეფასებინათ და მერე მუზეუმებში თუ რაღაც წიგნსაცავებში გადაიტანეს როგორც კულტურული მემკვიდრეობა