1991 წლის ზაფხულში საქართველოს ტელერადიოს 1 არხზე,
რომელიც უკვე მომავალი სამხედრო ხუნტის მომხრეებს ქონდათ დაკავებული,
ქალბატონი ნანა "პირველი მერცხალის" მჭედლიძე ბოლო ხმაზე გვიკიოდა მაყურებელს შემდეგს:
- ქალი შემოვარდა "ლაღიძეში" და ყვიროდა, მხედრიონმა ოპერის წინ კარვები გაშალეს, იმ ბანდიტებმაო!
შემოვუტრიალდი და აღშფოთებულმა ვუთხარიო:
- ქალბატონო, როგორ აძლევთ თქვენს თავს უფლებას, ასე ილაპარაკოთ ბ-ნ ჯაბაზე, პირადადაც როცა არც კი იცნობთ მასო!
ის, რო სხვა ფიმეილ მწერალმა, ნ. გელაშვილმა - იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა ა. დიუმა მამას "სამ მუშკეტერს" შეადარა 1992 წლის იანვარში, როცა თბილისის ცენტრი ისევ ცეცხლის ალში იყო გახვეული,
ეს კიდევ სხვა თემაა.
(დღეს ულამაზესი შენობის "კავკასიის სახლის" პატრონია მაჩაბელზე)
ბ-ბი ჭ.ამირეჯები, ე. და გ. შენგელაიები, ვ. კოტეტიშვილლი, რ.ამაშუკელი, ჯ. ჩარკვიანი, ო.მეღვინეთუხუცესი, გ. ბერიკაშვილი თუ რობიკო სტურუა და ა.შ ავტომატით მხარზე გადაკიდებულები დარბოდნენ რუსთაველზე.
"ხუნტის" გამარჯვებულებით აჟიტირებულები
ქართული კინოს დღევანდელმა "მამამ" ანუ ო. იოსელიანმა ამათ ვაბშე ყველას გადაუჯოკრა, ეძიკას ფილმი მიუძღვნა სათაურით - Seule, Georgie (1995)
მერე, 1992 4 იანვრის შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით.
შეიქმნა ე.წ. სამხედრო საბჭო, იმ "სამი მუშკეტერსის" თამადობით
- მაშინდელი სახელმწიფო ბანკიდან გაზიდეს ბოლო კაპიკი.
- დაისაკუთრეს აბსოლიტურად ყველა ფაბრიკა-ქარხანა, თუ ნებისმიერი შენობა: სასტუმრო, სამინისტრო, სამმართველო და ა.შ.
- ხელში ჩაიგდეს და დღემდე მართავენ ლოკალურ მედიას
- დღესაც კი ყველა პანთეონში, ვაჟას, ილიას, აკაკის თუ ნატა ვაჩნაძის გვერდით ეგენი არიან დამარხულები და იმარხებიან
მაშინ როცა სესილიასთვის და ლეილა აბაშიძესთვის მარტო საბურთალოსი გაიმეტეს.
- მაგათი, მაგათი ოჯახის წევრების, მაგათი გარემოცვის ხელშია აბსოლიტურად ყველა ფინანსური თუ ეკონომიკური ბერკეტი ქვეყანაში
და რაც ყველაზე სასაცილოა!
ესენი დღესაც გამოდიან და გვარიგებენ ჭკუას, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ ვიყოთ წესიერები თუ პატიოსნები, რადიოზე რომელ მხარეს გადავივარცხნოთ თმები!
გვასწავლიან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველი,
ადრე თუ პარტიულ და კომკავშირის კრებებზე გვმოძღვრავდნენ, არ უნდა გვევლო ეკლესიაში!
დღეს, ზუსტად იგივე ხალხი გვლანძღავს და ბრალს ათეისტობაში გვდებს
მათ აქაურ მომხრეებს კი დიდი პრეტენზია აქვთ ადამიანობაზე, ჰუმანურობაზე, და მორალზე ზოგადად აღებული.
და ყველაზე კაიფი ისააა,
ესენი, დღეს აბსოლიტურად ყველა
ან "ქოცები", ან "ქოცი არ ვარ მაგრამ...", ან "ქოც სიმპატიზანტები" არიან
ანუ - "დიდი მადლობა ბ-ნო ბიძინა"-სტები"
ჰო, თემა რაზეა!
შეიძლება მამუკა ხაზარაძე გარეწარი და არამზადაა,
მაგრამ თვითონ ივანიშვილი ვინღაა?!
"თი-ბი-სი" ბანკი როცა ზემოხსენებულებს
ფილმებს, წიგნებს თუ პირად ვოიაჟებს უფინანსებდა ნიუ-იორკებში, პარიზებში თუ კალიფორნიებში,
მაშინ ხო ყვაოდა ქართული ძიმოკრაწია,
ახლა რა ხთეფა?!
სად არიან?!
მაღალო ღმერთო!
როცა მოიცლით
ჩამოდით რა, უნდა გელაპარაკოთ!