JS@Ninja
^_^

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 939
წევრი No.: 245129
რეგისტრ.: 2-September 18
|
#54233173 · 16 Feb 2019, 19:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმინდა ბიძინას დაუჯდომელი ლოცვა
დღეს იხარებენ ძალნი კრემლისა ტარტაროზთანი, და იშვებს ყოველი სოფელი და განსცხრებიან ყოველნი დაბადებულნი ჭორვილას შინა შობილისათვის, წმინდა ბიძინა მწყალობლისათვის. წმინდაო ბიძინა, წმინდაო ძლიერო შეგვიწყალენ ჩვენ. შეგვიწყალენ და გარდმოავლინე ქონებაი შენი ერსა შენსა ზედა. რამეთუ კლდესა ზედა აღაშენო ბროლის სასახლეი შენი და ძალნი ნაციონალთანი ვერ ერეოდიან მას. და დაიცევ ერი შენი მწვალებლისა მიხეილთაგან, და ავთა მსტოვართა მისთა იოანესგან, ბაჩანასგან და მეგისისგან. ვითარცა ქუეყანასა შინა, ეგრეცა საზუღუარისა გარეთა, რამეთუ ყმაი მართალი ვლადიმერ განსაცდელსა შინა არს. ლოცვითა მხურვალეთაი აღმარლდები და აღმაღლდება ყოველი მონაი შენი, ვითარცა ყოვლად უსამღვდელოსი მართალი იობ და ძმანნი მისნი ქრისტესმიერნი, ეგრეცა მსახურნი ერთგულნი შენნი. მეოხებიტა შენითა ზიარ ჰყავ ერი შენი ძმათა ჩვენთა, ლუბიანკასა შინა მყოფთა, და არა იყოს სუფევაი უშჯულოთა დემოკრატთაი და ურიათა მასონთაი. წმინდაო ბიძინა, მწყალობელო მეზუერთა, გზირთა, ავაზაკთა, ლოთთა, აცხოვნე ერი შენიი და აკურთხე სამკუიდრებელი შენნი. გარდმოავლინე განძი შენიდა მოგვეც პური არსობისა.
გიხაროდენ, პუტინისა მიერ წინაგანმზადებულო მსგავს ვნებათა ძისა მისისათა. გიხაროდენ, განმგმირავო ავთა მსტოვართა იოანესა და ბაჩანასაი გიხაროდენ, აღმშენებელო ტაძრისა და დამანგრეველო კერპისა ბროლისა საზარელისა ხიდისა გიხაროდენ, დამმარცხებელო მიხეილისა უკეთურისა გიხაროდენ, ორმეოც და ერთგზის კურთხეულო მწყალობელო ერისა გიხაროდენ, მომნიჭებელო მართლისა კანონისაი გიხაროდენ, უსპეტაკესო პუტინის ყმათა შორის
კურთხეულ არს ჰერეკლეი, სიძე მარტუილისა თამაზისა, დამმარცხებელი და მომთოკებელი ავთა მსტოვართა იოანესა, ბატონი ბროლისა ტაძრისა ვარკეთილისასა, შემმუსრავი უკეთურისა სოდისა და კუდისა
კურთხეულ არს ჰერეკლე, ბრძნადმეტყუელებითა მისითა განუძღვეს ლაშქარსა შენსა წმიდისასა და არა იქნების ოდიშსა შინა სუფევაი მონისა ლუციფერისაი როლანდისა.
კურთხეულ არს კახაბერი, რომელმან დასცეს კერპნი უკეთურნი მიხეილისანი, კუერცხნი დედლისანი, ნინოსა და ალის მრუშობაი და სარცხვენისნი ბილწნი.
კურთხეულ არს პაატა მართალი, დამდები ზავისა ვოვასთან და მომნიჭებელი შუებისა ცხუმსა და ქრცხინუალსა შინა.
კურთხეულ არს სოზარი, მხსნელი ტყუეთა და მწყალობელი ავაზაკთა, რამეთუ ვითარცა პავლე წიმნდა დადგნენ ჭეშმარიტებისა გზასა ზედა.
აკურთხე და წყალობა ჰყავ მსახურტა შენთა, განმგდებო კერპთა და მწყალობელო გლახაკთა. ხოლო გეენასა შინა გარდავლინნე მტერნი ჩვენნი ლუმპენთაი.
კდემულ არს მიხეილ, გუარად სომეხი და საქმით ურიაი. აღმშენებელი ბაბილონისა ლაზიკასა შინა და დამკუიდრებელი უკეთურობისა დიდისა.
კდემულ არს იოანე, მეუფე ავთა მსტოვართა ძალთა ჯოჯოხეთისა. მომსმენი ყოვლისა საქმისა და სიტყუისა ჩუენისა.
კდემულ არს ბაჩანა და დავით, ძენი როლანდისაი, ოდიშსა შინა შობილნი, მოქმედნი სოდომურისა ცოდვისა საპყრობილესა შინა.
კდემულ არს ზურაბი, კანონთა ბილწთა დამმკუიდრებელი და მოსამართლე იგი საზარელი.
კდემულ არს ნუგზარ, ფხოვსა შინა შობილი. ძმაი ავაზაკთა ურჯულოთაი დურძუკეთსადა ლეკეთს შინა მცხოვრებთა.
კდემულ არს გიგა, კარდუდ წოდებული, რამეთუ კეთილ ჰყო სიტყუითა თვისითა ყოველი უკეთურებაი მიხეილისა.
კდემულ არს ლეონ, გიგა, თეონა და ყოველი აღმშენებელი თავისუფლების ინსტიტუტისა და მქადაგებელი მრუშობისა და უკეთურობისა.
კდემულ არს კრებული ნაციონალთაი, რამეთუ სასუფეველი მათი არს გეენასა შინა.
დაგვიცევ ძალთაგან ბოროტთაგან და მოგვეც სიბრძნე შეცნობად სიკეთისა და ბოროტისა. გვიწყალობე და გაანათლე ერი შენი.
წმინდაო ბიძინაო, წმინდაო ძლიერო, ევედრე პუტინსა დიდსა შეწყალება სულთა ჩვენთათვის! (41-ჯერ+მეტანიით)
|