პლატას ფაქტიურად არ უმუშავია, თავიდანვე სოკეტი იყო დაზიანებული და გამოცვლილი იქნა პროფესიონალურად, ახლა მუშაობს ყველაფერი როგორც საჭიროა, დატესტილია და არანაირი პრობლემა არ გააჩნია ტექნიკური მხრით, ვიზუალური დეფექტებიდან არის ერთი ის რომ აქვს მოტეხილი ზედა PCIe სლოტის ფიქსატორი, რომლის გამოცვლაც ალბათ შესაძლებელია (მე არ მიჩალიჩია მაგაზე), თუმცა მაგის გარეშეც მშვენივრად მუშაობს

მეორე დეფექტი არის RAM-ების განათების გამჭვირვალე პლასტმასები რომლების დაზიანდა სოკეტის გამოცვლის დროს და შემდეგ მოვხსენი, თუმცა ისევ შეიძლება დაყენება (ვისაც RGB RAM-ები გაქვთ, ეს ისედაც არ დაგჭირდებათ, ოპერები მთლიანად დაფარავენ სლოტების განათებას)
პლატას მოყვება მხოლოდ ყუთი და SLI Bridge, ასევე RGB კაბელი-5 პინიანის გადამყვანი 4+1 პინიანზე
უკანა პლანკა და WiFi ანტენები არ მოყვება
ალბათ ყველამ იცით რომ ამ პლატაზე მიდის 8-9 თაობის ყველა პროცესორი i9-9900K-ს ჩათვლით!
საწყისი ფასი არის
300 ლარი (შესაძლებელია გაცვლა რამე სხვა ნაწილში)
ამ წუთში ეს პლატა დგას ჩემს კომპში და სურათებიც ახლა გადავუღე
აქვს ძალიან მაგარი RGB განათება, სპეციალური პროგრამით (AORUS RGB Fusion) შეგიძლიათ აკონტროლოთ განათების ფერი და რეჟიმები ცალცალკე ყველა ზონაში (სურათზეც ჩანს სხვადასხვა ფერშია განათებული)
ასევე აქვს 4 ცალი RGB შტეკერი (2 ARGB და 2 RGBW), რომელზეც შეგიძლიათ შეაერთოთ RGB ფანები, RGB ლენტები და სხვა RGB მოწყობილობები დაასინქრონიზიროთ დედაპლატასთან (AORUS-ის ვიდეოკარტები და RAM-ები ავტომატურად სინქრონიზირდება FUSION პროგრამით, კაბელის გარეშე)




This post has been edited by PAINKILLER on 17 Feb 2019, 12:23