#54242205 · 18 Feb 2019, 17:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ბიურომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეთავაზებული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა. ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროექტის განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყება.
საკანონმდებლო ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
პროექტის ინიციატორია პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|