#54240990 · 18 Feb 2019, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ რასაც ვგულისხმობ, ეს არის მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი, რომლიც მიმდევრები აღიარებენ თავისუფალი ბაზრის უპირატესობას, ინდივიდის თავისუფლებას, კერძო საკუთრების უპირატესობას სხვა უფლებებთან მიმართებაში, თავისუფალი არჩევანის უპირატესობას, ლიბერტარიანიზმის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლებების ეკონომიკური მოწყობის მთავარი ამოსავალი წერტილია, პირის თავისუფლება და მისი თავისუფალი არჩევანი. ამ მოდელისთვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის ეკონომიკის მოწყობის ყველაზე სამართლიანი ფორმა, დანარჩენს ბაზარი არეგულირებს. სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ჯარი ბაზრის დასაცავად, პოლიცია საკუთრების დასაცავად და სასამართლო დავების განსახილველად. დანარჩენს არეგულირებს ბაზარი. ჰოდა დავსვი კითხვა, ეს იდეოლოგია როგორ ხსნის ამ 3 აზიური ქვეყნის წარმატებას მეთქი. * * * ლიბერალიზმი თავისუფლებასთან ერთად თანასწორობას განიხილავს მთავარ სასიცოცხლო პრინციპებად. ეს არის არსებითი განსხვავება მემარჯვენე ლიბერტარიანელებსა და ლიბერალებს შორის. სწორედ ეს განასხვავებს გირჩს რესპუბლიკელებისგან.
|