MeTamashiMinda2000-იანებში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: პაციენტებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებს აჩვენებდნენ და დანახვის მომენტში გააქტიურებულ ნეირონებს არეგისტრირებდნენ. გაირკვა, რომ ერთი კონკრეტული ნეირონი აქტიურდება ჯენიფერ ენისტონის დანახვისთანავე, სხვა ნეირონები "მუნჯ" მდგომარეობაში რჩება. იფიქრეს, რომ სინამდვილეში ნეირონი რეაგირებდა სურათზე არსებულ ფონზე და ფერებზე, მაგრამ ეს ფაქტორები ადვილად გამოირიცხა: ნეირონი ჯიუტად აქტიურდებოდა ენისტონის ყველანაირ ფოტოებზე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ფერები და რაც არ უნდა ყოფილიყო ფონზე. რაკურსსაც არ ჰქონდა მნიშვნელობა. სხვა "სელებრითები" ამ კონკრეტულ ნეირონს მაგრად ეკიდა. უწოდეს ჯენიფერ ენისტონის ნეირონი. ჰიპოთეტურად, ეს უჯრედი აგებს პასუხს ჯენიფერ ენისტონის შესახებ აბსტრაქტულ წარმოდგენაზე. სხვა ადამიანები დაკავშირებულია სხვა ნეირონებთან (ამ ნეირონს სხვა, ნაკლებად პაპსა სახელიც აქვს - ბებიის ნეირონი).