რაშია ახლა საქმე მამულიშვილნო

სანამ კორკოტ-ბრეგაძე-პატრიოტთა ალიანსის ინაშ-თარხანიანები, გულზე მჯიღს იბრაგუნებენ და ქართველობის მზეს ფიცულობენ (თუმცა კი ძირითადად ისფაჰან-ისლამაბადის ზონის მკვიდრებს უფრო გვანან, რომ შეხედავ

)....
ქოცები და ნაცები (2, 3 თუ რამდენი განაყოფიცაა) ერთმანეთს ჭამენ გაუთავებლად, ხოლო "მამა-მარჩენალი არქიფო ტო იესწ ბიძინი" მთელ ერს გვეკაიფება და აბუჩად გვიგდებს...... მეორე "მამა-მარჩენალს" აღარც ვახსენებ, ის უკვე ფსიქიატრების შესწავლის ობიექტი თუ იქნება ოდენ, ნიდერლანდებში.

ქვეყანაში ფრიად საინტერესო მოვლენები ვითარდება.
მოგეხსენებათ რომ ერმა დიდი ხანი უყურა ამ კლოუნადას, არათუ უყურა აქტიური მონაწილეც იყო თვითონ, თავისდა უნებურად......არცერთი მიტინგი და "ჯოს, ჯოს" არ გაუმაზავს, არცერთ "წვიმასა და ქარში დგომას" არ დაკლებია, და აი როცა ბოლო მხსნელმაც თითო სოფელს 5-5 მილიონი კი არ ჩაახუტა (რა მოულოდნელი გადაგდება იყო არა?

), არამედ ხახამშრალი დატოვა..... დიდი გარდატეხაც მაშინ მოხდა.
მორიგი "ჯოს, ჯოს", "თავისუფლება ლომთა ხვედრია" და ა.შ. ჩვეული რეპერტუარი კი არ დატრიალდა, არამედ ერმა მასობრივად ქუდი დაიხურა და ქვეყნიდან წასვლა დაიწყო.
1.აქ ისიც გვეხმარება რომ მეზობელ თურქეთში ვიზა არ გვჭირდება შესაბამისად ბევრი ქართველი მანდ მუშაობს სეზონურად, ბევრიც რჩება სამუდამოდ ისე რომ თვითონ ვერ იგებს....
2.იგივეა ისრაელში (ნუ აქ ცოტა რთულია, საზღვარზე შეიძლება არ გადაგიშვან, მაგრამ ახერხებენ მაინც "რაცხას"), იქაც ბევრი ქართველია...
3.ევროპაში ხომ ისედაც მიდიოდა ხალხი და რაც უვიზო შემოვიდა ხომ უფრო და უფრო მეტი წავიდა-ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან რომლებთანაც ადრე ვერ მიდიოდნენ, სამუშაოდ, სასწავლებლად, ყველაზე აზრზე მოუსვლელები აზულში
4.აშშ-კანადა კი რთულია, მაგრამ ამასაც ვშტურმავთ ქართველები და რაც არ უნდა რთულად იძლეოდნენ ვიზას უფრო და უფრო მეტი ქართველი იღებს მაგ ვიზას და უფრო მეტი მიდის მანდაც....
5.რუსეთი გაცვეთილია უკვე, თან მანდაც საღლევეთია, თუმცა ეთნიკურ უმცირესობებში ისევ მოდაშია ეგ გზა...
მერე კიდევ მოგეხსენებათ სულ 3,7 მილიონია საქ.მოსახლეობა, ასე რომ პრინციპში დიდად არც არავის დავაწვებით კისერზე მთელი ერი რომც ავბარგდეთ.
ვიღა რჩებიან? პენსიონერები.
ჰოდა რა არის აქედან გამოსავალი? ეკონომიკური განვითარება, მეტი არაფერი არ დააკავებს საქართველოში ხალხს.
არც დაზეთილსახიანი "ქართული მარშები", არც ქოც-ნაცური ურთიერთდაჭმა, არც "საკვირაო ქადაგებები", არც "ხელი ხმალს ვიკრათ" და არაფერი....
ეს ამბავი თან კარგია ივანიშვილისთვის, თან ცუდი-რაც არ უნდა ქნას ხალხს უკვე კიდია ყველაფერი, მეორე მხრივ თუ ასე გაგრძელდა 2030-ში კიდევ ასე 20-30%-ით შემცირდება მოსახლეობა, ხოლო გადასახადის გადამხდელების რიცხვი ხომ კიდევ უფრო მეტად, ე.ი. სახ აპარატის და სოც.ვალდებულებების შესრულება გაჭირდება....
მოკლედ სიღარიბე ამ საუკუნის ლეკიანობაა საქართველოსთვის, არ მოევლება ამას-ყველაფერი ტყუილია მაშინ დაცარიელდება ქვეყანა, მოევლება და ნელ-ნელა შემცირდება მოსახლეობა და არა ისეთი ტემპებით როგორც ახლა, გამრავლებაზე არც ვიოცნებოთ
აი ეს უნდა შეიგნოს ყველა მთავრობამ (ნუ ახლანდელებზე ლაპარაკი არაა, უიმედოები არიან).