#54434202 · 28 Mar 2019, 23:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მეგობრებო, ვფიქრობ ყველაზე მეტად ეს განყოფილება შეესაბამება აღნიშნულ პრობლემას.
მომსწრე გავხდი ამაზრზენი ფაქტისა მეგობრებო ქ. ბათუმში ვიყავი სტუმრად ხოდა ერთ საღამოს კორპუსის ეზოში სტადიონზე ჩავედი გავისეირნო თქვა და რას შევესწარი 16-18 წლის "ბაბულიკების" "სასტავი" 1 პატიოსან ბიჭს ავიწროებს (რბილი ნათქვამია) მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით რომ მას ღმერთის არსებობის არ წამს!!!
ფრაზებს მოვიყვან დიალოგიდან:
შე ყ.... მშობლები რომ ჯანმრთელად გყავს ღმერთს უნდა უმადლოდე....
შე ბო.... ინვალიდის ეტლით რომ არ დადიხარ არ გიხარია ჯანმრთელი რომ ხარ ღმერთს უნდა უმადლოდე ს...ო შენ!!! ისე ღირსი ხარ დაგაინვალიდო...
ილია მეორე და მღვდლები ჩვენთვის მუხლებგადატყავებული ლოცულობენ და შენ კიდე არ გწამს ღმერთის შე ყ...
ბევრი მსგავსი უხამსი სიტყვები ეძახეს, რითიც ვერ დაგმაყოფილდნენ და ერთი ორი შემოარტყეს სახეში.
მიუხედავად ყველაფრისა "მსხვერპლი" მყარად იცავდა თავის პოზიციას ბოლომდე, მარტო შეშინებული. თავისი მეგობრები გვერდით იყვნენ მაგრამ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა. მათ შორის იქ მყოფმა საზოგადოებამ და მეც. არ დავიწყებ თავის მართლებას!!! მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების, ძალიან მრცხვენია ჩემი უმოქმედობის. ეს ყველაფერი ერთად დიდი ნეხვის გროვაა რომელშიც ორივე მხარე დაზარალებული გამოდის საბოლოოდ!!!
|