#54249711 · 20 Feb 2019, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავამარტივებ ყველაფერს და ბევრი რომ არ ვილაპარაკო დავწერ მოკლედ
პირველი რაც მახსენდება და რაზეც მინდა ავაგო ყველაფერი არის: რომ ეკითხებიან ქართველს როგორი ერი ხართო იძახის(იძახოდა ყოველშემთხვევაში ესე 20 წლის წინანდლამდე) რომ სტუმართმოყვარეო!
მეორეს მივამატებ ალბათ იმ რეალობას რომ მიუხედავად არაფერის წარმოებისა, იმ რამოდენიმე ომისა და ესეთ ტრაკულ სიტუაციაში ყოფნისა ყველაფერი შემოგვაქ,სამუშაო ადგილები და ანაზღაურება დაბალია (და კიდევ ფაქტორები) მაინც მეზობელ სახელმწიფოებზე წინ ვართ პროგრესით, გინდაც მენტალურად გინდათ გარემოთი და გაგვაქვს თავი მიუხედავად იმისა რომ ქვეყანამ არ იცის რა აკეთოს
მესამე ჩვენი მრავალეთნიკურობა უკვე წლებთან ერთად ადაპტირდა ლიბერალურ მიდგომებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ჩვენ ლამის (კი არადა მართლა) ბევრად ვევაზელინებით უცხოელებს ვიდრე ჩვენივე საკუთარ მოსახლეობას, ეს გენში დევს??? არ ვიცი მაგრამ ფაქტია ესეა
მეოთხე მახსენდება რა კარგი და ლამაზი მინდორველი გვაქვს, ვყოფილვარ ალპებში და ის ულამაზესია, ქართულ მთებს აქვს თავის ხიბლი სტუმართმოყვარე ღვინის, ხინკლის, შოთი პურის და კეთილი გულის ამარა
მეხუთე ისაა რომ ამ არასტაბილურ გარემოში მაინც მოხერხდა წელს და საკმაოდ დიდი აქტივობა იყო ტურისტების
მეექვსე ამ დანარჩენებთან ერთად ემატება მარიხუანა, ახტით დახტით მაგრამ მეცნიერება და სტატისტიკა სხვანაირად ჭიკჭიკებს, გაიგეთ რომ მარიხუანა ოდითგანვე აკრძალული იმიტომ იყო რომ მეომარ ადამიანს უნდა დაელია და არა მოეწია რომ ეომა, ის იმ დროინდელ მენტალობისგან ძალიან შორს იდგა, ხოლო თუ თვლით რომ ის საწყისია ნარკომანიის მაშინ გაიხსენეთ სიგარეტის მწეველებო პირველი გაბრუება სიგარეტმა ხომ არ გაგრძნობინათ? მაშინ გამოდის პირველი სიგარეტია კარიბჭე რადგან ჯერ სიგარეტმა გაგვაბრუა, მოგვეწონა და მერე წავედით შპრიცზე
მეშვიდე ისევ მარიხუანა რადგან მთელ სტატისტიკას აწევს, მსოფლიო ტალღაა და ვინც მოასწრებს ფულს იშოვის მერე ყველგან იქნება სავარაუდოდ
მერვე ისევ ქართველის დაკნინებული, გაუგებარი მენტალობა, როცა ქართველმა შეიზიზღა საკუთარი და შეიყვარა სხვისი, აქაც ისეთი მომზადებულია ქართველის ფსიქოლოგია როგორც ათოსანი ბავშვი გაკვეთილზე, იმენა გაწკეპილი ზის და ტურისტს ელოდება, უყვარს ქართველს ფულს რომ მოუტანენ, ეს კიდე ემარიაჟება და ჭკუაზე არაა თავის არტისტიზმით, ეს გენიალურად გამოგვდის მართლა
მეცხრე ის რომ ბუნებრივად დაიბრუნებს თავის როლს და მეტი ღიმილი იქნება, გაიაზრებს ვინ იყო აქამდე და გაიმართება წელში, აღარ დასჭირდება მიმბაძველობა რადგან უამრავი ჩვენიც გვაქვს და აბა მერე გამოჩნდება თუ გამოჩნდება
მეათე კი აფხაზეთს შევთავაზებთ რამე ჩართულობას ტურიზმში, ჩვენგან საფრთხეები არ უნდა მიდიოდეს (ეს მომავალში)
მეთერთმეტე საგარეო პოლიტიკას დავალაგებდი ხელშეუხებლობის გარანტად, ნატოც არ მინდა თუ რუსეთი გადამყლაპავს! და რუსეთიც გაგვიშვებს რადგან ნატოს საფრთხე აღარ ექნება ჩვენი მხრიდან (ტექნიკა გასავლელია)
მეთორმეტე კი ისაა რომ მიყვარხართ და მინდა თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი და საერთოდ საერთოოდ ყველაფერი გამოგვივა!!!
ცამეტი თარსი რიცხვია
|