საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში გაზი მონოპოლიურად მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს და ქვეყანამ "ცოტა გაზი" რუსეთიდანაც უნდა იყიდოს. ამის შესახებ მინისტრმა იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა.
"ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ჩვენი ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმიტომ, რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე", — განმარტა მინისტრმა.
მას მიაჩნია, რომ გაზპრომისთვის საქართველო კომერციულად მომგებიანი არ არის და "ის ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე გაზპრომს ჩვენ".
"ამიტომ გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში... მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა შემოვიტანოთ იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფარგლებში", — განმარტა ქობულიამ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოზე გაზპრომის გაზის ტრანსპორტირების საფასურის გაზრდაზეც მუშაობენ.
წყარო ანკარა:
https://on.ge/story/33868-%E1%83%92%E1%83%9...%83%98%E1%83%90ანუ სტრატეგიული პატრნიორი აზერბაიჯანი რომ იაფად გვაწვდის გაზს ეგ მონოპოლიაა და სასწრაფო წესით უნდა მოინახოს ალტერნატივა.
და როდესაც ჯეოსელი და მაგთი გვწეწავენ და ბეგარას/ნეგარაე აწესებენ-ეგ მონოპოლია არ არის?
ან თუ ახლა უნდა "დაელაპარაკონ" გაზპრომს ტრანზიტის საფასურზე: დიადმა მენჯერმა, ზე-კაცმა და უბრალოდ სექსუალურმა ადამიანმა კალიაძემ რატომ არ ამოიღო ხმა თავის დროზე?
და თუ მაშინ შეეძლო რუსეთს ირანის გავლით გაზი ჩაეტუმბა სომხეთში, ახლა იმავეს გაკეთება არ შეუძლია?
დაახლოებით მაინც თუ ხვდება ელექტორატი რა დონის მავნებლებთან გვაქვს საქმე? ეს ქობულია ძალით იდებილებს თავს. აბსოლუტურად კონკრეტული დავალებით არის ესეც და მტავრობაც მოსული.
იბურდღუნა 4 თვეა რაღაც, კაციშვილმა ვერ გაიგო რა უნდოდა და ბოლოს გაზი რუსეთიდან უნდა ვიყიდოთო გვაჯახა.
ის დიკააბრაზიც: იდუდღუნებს რაღაცას და ჩასვრილი გამოდის 6 წლის მერე ზედ არჩევნების წინ და ბოდიში შემეშალაო.
რას გავს ეს?
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "