"ფარცხალაძის ზონდერმა მცემეს"- რას ამბობს დღეს ნაცემი მოქალაქე
18:47 2019-02-23
მოქალაქე დავით გულიაშვილი, რომელიც ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, თავდამსხმელი დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრია.
დაზარალებული კურიერს უყვება, რომ თავდასხმას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შეესწრნენ, თუმცა, მომხდარზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
მისი განცხადებით, ძმები მიქაძეები პოლიციის დავალებებს ასრულებენ.
„მანუჩარ მამსიაშვილმა, როგორც გამოვედი ციხიდან, მითხრა, 20 დღეში დატოვებ ქვეყანასო. არ დატოვებ და მიქაძეებს მოგიგზავნი და ნახავ, რასაც გიზამენო. რატომ უნდა დამეტოვებინა? ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ. მოვარდნენ, მცემეს იარაღებით. ფარცხალაძესთან ერთად რომ იყო, პოლიციის დავალებებს ასრულებენ. პოლიცია იქ იყო, უყურებდა, არავინ არ ჩარეულა,“ - განაცხადა დავით გულიაშვილმა.
ნიუ ჰოსპიტალში, სადაც დავით გულიაშვილი მკურნალობს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
http://www.newposts.ge/?l=G&id=198222-%E1%...%83%9B%E1%83%90